,,ალასანიას მისამართით კიდევ უამრავ ბრალდებას მოვისმენთ”
,,ქართული აკადემიის” წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია საკრებულოში ვერაფერს გახდება და შედეგს ვერ დადებს. „ოპოზიცია საკრებულოდან მხოლოდ ინფორმაციებს თუ გამოიტანს, ანდაც, გრიგოლია თუ ისე იყვირებს, რომ თავისუფლების მოედანზე გამოვა მისი ხმა, ეს იქნება და ეს. ჩვენ გვინდოდა ცვლილებები და არა რამდენიმე ოპოზიციონერისთვის სამსახურის შოვნა, ჩვენ მიზნებს საკრებულოში 5 კაცის შეყვანა და შემდეგ ,,ალიანსის” დაშლა არ წარმოადგენდა”,- აღნიშნა ,,დრონი ჯი”-თან საუბრისას ქანთარიამ.
- თქვენსა და ,,ეროვნული ფორუმის” ინიციატივაზე ხელმომწერ პარტიებს შორის შეხვედრა გაიმართა, რაზე შეჯერდით და როგორ გესახებათ საარჩევნო გარემოს შეცვლა?
- თქვენსა და ,,ეროვნული ფორუმის” ინიციატივაზე ხელმომწერ პარტიებს შორის შეხვედრა გაიმართა, რაზე შეჯერდით და როგორ გესახებათ საარჩევნო გარემოს შეცვლა?
- ,,ქართული აკადემიის” მთავარი მიზანი დაქსაქსული ოპოზიციის ერთ მაგიდასთან დასმა იყო და ეს მეტ-ნაკლებად მოვახერხეთ კიდეც. ამ შეხვედრაზე ხელმომწერი პარტიებიდან მხოლოდ სამი პარტია არ მოვიდა. ზოგი ოპოზიციური ძალა შეიძლება ქალაქში არ იყო, ზოგიც კი ჩვენ არ გვენდო. მაგ: ,,კონსერვატორებმა” უნდობლობა გამოგვიცხადეს, რადგან არჩევნებზე მხარს ალასანაის ვუჭერდით და არ მოვიდნენ. ჩვენ ვამბობთ: თუ ,,კონსერვატორები” შედეგზე გათვლილ გეგმას დადებენ, მაშინ დავუჭერთ მათ მხარს.
არჩევნებზე კი მიგვაჩნდა, რომ შედეგის მომტანი ალასანია იყო და ყველას, რომ მისთვის დაეჭირა მხარი და არჩევნებზე ერთიანი ფრონტით გავსულიყავით სხვა სურათი გვექნებოდა კიდეც. სხვას უფლება აქვს თქვას, რომ ჩვენ შევცდით და ალასანიასთვის კი არა, ძიძიგურისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი. ერთს ვიტყვი, ჩვენ მხარე არჩევნების დროს ვიყავით, ამ შემთხვევაში კი მხარეს აღარ წარმოვადგენთ და იმედია ,,კონსერვატორები” მიხვდებიან ამას და შემოგვიერთდებიან. ,,აკადემია” არ აპირებს ამ სხდომების მუდმივ რეჟიმში ორგანიზატორობას, ეს საქმე სამუშაო ჯგუფს გადავაბარეთ, რომელიც აქ შედგა და თუ რამე დაჭირდებათ, მზად ვართ მათ კონსულტაციები გავუწიოთ.
რაც შეეხება იმას თუ როგორ გვესახება საარჩევნო გარემოს შეცვლა გეტყვით, რომ ჯერ ოპოზიცია თემატურ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს, შემდგომი ეტაპი კი იქნება ის თუ როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. ამის განხორციელება ვიცით, რომ რთული იქნება. ამას შეიძლება დასჭირდეს აქციები და საერთაშორისო საზოგადოების ჩაბმაც. ნუ, ეს უკვე შემდგომი ეტაპია და ვინ როგორ განიხილავს ამის მიღწევას ვნახავთ. მთავარია, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
რაც შეეხება იმას თუ როგორ გვესახება საარჩევნო გარემოს შეცვლა გეტყვით, რომ ჯერ ოპოზიცია თემატურ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს, შემდგომი ეტაპი კი იქნება ის თუ როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. ამის განხორციელება ვიცით, რომ რთული იქნება. ამას შეიძლება დასჭირდეს აქციები და საერთაშორისო საზოგადოების ჩაბმაც. ნუ, ეს უკვე შემდგომი ეტაპია და ვინ როგორ განიხილავს ამის მიღწევას ვნახავთ. მთავარია, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
- თქვენ ალასანიას ბურთი მიეცით და ლელოს დადება სთხოვეთ, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა, ხომ არ გაგიცრუათ იმედები ალასანიამ და არჩევნებში მისი მარცხის ძირითადი მიზეზი რა იყო?
- ალასანიასგან მეტს ველოდებოდი და ეს ვუთხარით კიდეც. ველოდებოდი მეტად აქტიურ, მკეთრ საარჩევნო კამპანიას და არა ისეთს ნორმალურ ქვეყნებში რომ აქვთ ხოლმე. მე მგონი, ირაკლი მაინც დიპლომატიის მანტიაში აღმოჩნდა, ისევ ვერ მოიხსნა ეს, თუმცა ამ არჩევნებმა მას მაინც დიდი გამოცდილება შემატა. თუ ალასანია მომავალშიც რაიმე საინტერესოს დადებს, ჩვენ მას ისევ დავუჭერთ მხარს. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
ალასანიას მარცხი განაპირობა იმან, რომ ვერ მოხერხდა მის ირგვლივ გაერთიანება. ოპოზიციამ ვერ ირწმუნა თუ არ ირწმუნა და არ მოუნდათ, რომ ირაკლი ყოფილიყო ლიდერი. ალასანია აღმოჩნდა როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების პირისპირ და ამიტომაც ვერ გაიმარჯვა.
ვიმეორებ, ალასანია ლელოს დადებდა თუკი იქნებოდა საერთო ფრონტი და ჩემი მხრიდან ბურთის მიცემა სწორედაც, რომ ამისკენ ბიძგი იყო. ვიფიქრე, იქნებ ეს გადამდები აღმოჩნდეს მეთქი. სამწუხაროდ, თავად ალასანიამაც ვერ გამოიყენა ეს. მას ის ენთუზიაზმი და ის სპორტული ჟინი არ აღმოაჩნდა რა ენთუზიაზმითაც ეს ბურთი გადავეცი. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
- გაჩეჩილაძემ განაცხადა, ,,ალიანსი” მოდელირებული არჩევნების სულისჩამდგმელი იყოო, თქვენი აზრით, რატომ ისმის ასეთი ბრალდებები ალასანიას მისამართით?
- დარწმუნებული ვარ, ალასანიას მისამართით კიდევ უამრავ ბრალდებას მოვისმენთ. ირაკლი მესამე ადგილზე, რომ გასულიყო დღეს მას კაციშვილი არ ახსენებდა. რადგან ალასანიამ ხმათა 20% აიღო ოპოზიციამ მასში კონკურენტი დაინახა და მისი მიმართულებით ტალახის სროლა დაიწყეს. ისე ალასანიას ერთ რამეში ვსაყვედურობ, მან ხმები ვერ დაიცვა, ხმების დაცვისთვის მეტი რესურსი უნდა გამოეყენებინა.
- თუმცა, ალასანია არჩევნების შედეგებით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და არჩევნები თავის გამარჯვებადაც კი შეაფასა...
- გამარჯვებად? ნუ, შეიძლება მისთვის როგორც ახალი შექმნილი პარტიისთვის ეს რაღაც წარმატება იყოს, თუმცა ეს ჩვენთვის წარმატება ნამდვილად არ არის. როგორ შეიძლება გამარჯვება იყოს საკრებულოში 2 კაცის შეყვანა? თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ალასანია პერსპექტიული პოლიტიკოსია და ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული, ისევე როგორც სხვა ლიდერებზე.
- რაც შეეხება საკრებულოს, როგორი იქნება მისი მუშაობა, თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ოპოზიცია შედეგის დადებას იმ ფონზე, როცა ,,ნაცმოძრაობა” უმრავლესობითაა წარმოდგენილი?
- მეეჭვება, რომ საკრებულოში ოპოზიცია რაიმე შედეგს დადებს, ინფორმაციებს თუ გამოიტანს მხოლოდ და მხოლოდ. ანდაც, გრიგოლია თუ ისე იყვირებს, რომ თავისუფლების მოედანზე გამოვა მისი ხმა, ეს იქნება და ეს, თორემ რასაკვირველია, ოპოზიცია ვერაფერს გადაწყვეტს. ჩვენ გვინდოდა ცვლილებები და არა რამდენიმე ოპოზიციონერისთვის სამსახურის შოვნა, მაგრამ რას ვიზამთ, შევიდნენ, იმუშაონ, ინფორმაცია მაინც გვექნება. თუმცა ვიმეორებ, ჩვენ მიზნებს საკრებულოში 5 კაცის შეყვანა და შემდეგ ,,ალიანსის” დაშლა არ წარმოადგენდა.
- თქვენი აზრით, ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ძალის ,,ალიანსის” დაშლის რეალური მიზეზი რა იყო და იწონებთ თუ არა ,,ალიანსელთა” გადაწყვეტილებას?
- თქვენი აზრით, ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ძალის ,,ალიანსის” დაშლის რეალური მიზეზი რა იყო და იწონებთ თუ არა ,,ალიანსელთა” გადაწყვეტილებას?
- არ ვიცი რატომ დაიშალა ,,ალიანსი”. მე მგონი, მაინც ყველას უნდა თავისუფალი მოქმედება და ძნელია სამი თეატრის ერთ ორგანიზმად გაერთიანება რაც არ უნდა ერთნაირი იდეოლოგიური დამოკიდებულება გქონდეს ამა თუ იმ საკითხისადმი. როგორც ჩანს ,,ალიანსში” ამა თუ იმ საკითხზე აზრთასხვადასხვაობა იყო და ეს ჩანდა კიდეც. ხომ გახსოვთ ჭადრაკის სასახლეში ალასანიას მისვლის შემდეგ ,,რესპუბლიკელებმა” როგორი შხამიანი და წვეტიანი ისრების სროლა დაიწყეს. ასეთ დროს კი ლიდერი თავს თავისუფლად ვერ გრძნობს. მუდმივად როცა გეუბნებიან ეს ნაბიჯი სწორია ეს კი არაო, ასე გააკეთე და არა ისეო ცოტა არ იყოს და მოსაბეზრებელია.
- ამბობენ, ,,ალიანსიდან” წასვლა ალასანიას უნდოდაო, იმასაც ამბობენ, ალასანია მეტ ხმებს დააგროვებდა არჩევნებზე მარტო რომ გასულიყოო...
- იცით ირაკლის არ ჰქონდა პარტიული მექანიზმი შექმნილი და არც საარჩევნო გამოცდილება რაც დავუშვათ ,,ახლებს” აქვთ, ამიტომ მგონია, რომ ერთგავარად მას წაადგა კიდეც ამ პარტიებთან ,,ალიანსი”. თორემ ისე შეიძლება მეტ ადამიანს დაეჭირა ალასანიასთვის მხარი და ბევრმა სწორედაც ამ პარტიებთან ,,ალიანსის” გამო არ დაუჭირა მას მხარი.
- დაბოლოს, სუბარის ინიციატივა ,,ახალი ქართული იდეის” შესახებ რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს და რატომ გადაიხარა მოულოდნელად მისი სიმპატიები ოპოზიციის რადიკალური ფრთისაკენ?
- მივესალმები სუბარის ინიციატივას, თუმცა მეეჭვება, რომ ახლა, ეს არის უმთავრესი საკითხი. ახლა უმთავრესი საკითხი ხელისუფლების შეცვლაა. სხვათა შორის, ცოტა გაუგებარია რატომ გადაიხარა სუბარის სიმპატიები ოპოზიციის რადიკალური ფრთისაკენ, რადგან როცა ალასანია ჭადრაკის სასახლეში მივიდა სუბარი ამ ხალხთან თანამშრომლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. შემდეგ კი როგორც ჩანს, დარწმუნდა რომ ცდებოდა და თვითონ დაიწყო კონსულტაციების გამართვა და არ ჯობდა, რომ ამაში ცოტა ადრე დარწმუნებულიყო?
აშკარად რაღაც შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი. არ ვიცი ეს სუბარის ტაქტიკური სვლა იყო თუ რა იყო, ნუ ეს ადრე თუ გვიან გამოჩნდება, ისე არც მაინტერესებს. წარსული წარსულია და იმედია, ვისაც პოლიტიკაში დარჩენა უნდა ამ შეცდომებზე ისწავლის და რაღაც დასკვნებს გამოიტანს მომავლისთვის. ,,ნაციონალები” თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ, ოპოზიცია კი სამწუხაროდ, ამას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს.
კომენტარი