სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიკვდილამდე ფლოიდს COVID-19 დაუდასტურდა - ექსპერტიზის შოკისმომგვრელი დასკვნა

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ჯორჯ ფლოიდს COVID-19 დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ nbcnews-ი ავრცელებს.
20 გვერდიან დოკუმენტში, რომელიც გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით, ჰენეპინის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ფლოიდს კორონავირუსი 3 აპრილს დაუდასტურდა.

თუმცა, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გამოიწვია კარდიოპულმონარულმა შოკმა (გულისა და სუნთქვის გაჩერება), რაც დაკავებისას პოლიციის მიერ გამოყენებულ მეთოდებს მოჰყვა.

ფლოიდის ორგანიზმში აღმოჩენილია მეტამფეტამინის გამოყენების კვალი.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100