სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამ 8 კვირით ადრე დაბადებულმა კილო-ნახევრიანმა პატარამ კორონავირუსი დაამარცხა

ამ 8 კვირით ადრე დაბადებულმა კილო-ნახევრიანმა პატარამ კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ სტატიას BBC ავრცელებს.


პეიტონს დაბადებისთანავე დაუსვეს კოვიდ 19-ის დიაგნოზი და 3 კვირის განმავლობაში კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. ის შოტლანდიის ყველაზე პატარა ინფიცირებული იყო.

ბავშვის დედა იხსენებს, თუ როგორი მძიმე იყო შვილის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.

"მისი ტირილი მესმოდა გული მიკვდებოდა, ჯერ ნაადრევად დაიბადა, ვფიქრობდი ამ პატარა კილო-ნახევრიან არსებას რისი გადატანა უწევდა და ვერ ვსუნთქავდი. ის დღეები ჯოჯოხეთი იყო, თუმცა მთელი სხეულით ვგრძნოდბი, რომ კარგად გახდებოდა" - აცხადებს ბავშვის დედა.

პეიტონმა, საბედნიეროდ ვირუსი დაამარცხა. დედა-შვილი საავადმყოფოდან ორშაბათს გაწერეს.


უცხოეთიდან თარგმნა:ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100