სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრინც ჰარის ყოფილი შეყვარებული თხოვდება - გამოიცანით, რა ჰქვია მის საქმროს...

30 წლის მსახიობი კრესიდა ბონასი, რომელიც 2012 წლიდან 2014 წლამდე პრინც ჰარის შეყვარებული იყო, საყვარელ მამაკაცთან ოჯახის შექმნას აპირებს.

მისი რჩეული ინგლისელი ჰარი ვინტვორტ-სტენლია. სწორედ მან ამცნო საზოგადოებას მოსალოდნელი ქორწილის შესახებ - საკუთარ ინსტაგრამზე კრესიდასთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და სათაურიც გაუკეთა წარწერით: "ჩვენ ვქორწინდებით".

მომავალ მეუღლეებს ერთ-ერთმა პირველმა ქეით მიდლტონის უმცროსმა ძმამ ჯეიმსმა მიულოცა. ჯერჯერობით უცნობია, კრესიდა დაპატიჟებს თუ არა საკუთარ ქორწილში მეგანსა და პრინც ჰარის. წარსული ურთირთობის მიუხედავად, მსახიობი პრინცთან მეგობრობას ინარჩუნებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გასულ წელს ჰარიმ იგი საკუთარ ქორწილში მიიწვია და კრესიდაც სიამოვნებით დაესწრო ცერემონიალს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100