სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს გოგო არას ბულუთ იენემლის შეყვარებულია

ეს გოგო საქართველოში პოპულარული თურქული სერიალების „ძმების“ და „ორმოს“ ვარსკვლავის არას ბულუთ იენემლის შეყვარებულია.

bige onal-მ და არასმა ერთმანეთი 2015 წელს, სერიალ maral-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და მალევე გახდნენ შეყვარებულები და აგერ უკვე მე-4 წელია საკმაოდ მყარი და სტაბილური ურთიერთობა აქვთ.

როგორც წყვილი აღნიშნავს ისინი ერთმანეთისთვის არიან მეგობრები, შეყვარებულები და პარტნიორები. ბიგეს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს არასის სამეგობროსთან და ოჯახთან, სადაც ხშირი და სასურველი სტუმარია. წყვილი არ გამოირჩევა სოციალურ ქსელში აქტიურობით, მაგალითად ისინი არ დებენ საერთო ფოტოებს, რითაც, როგორც აღნიშნავენ ურთიერთობას იცავენ.

მიუხედავად 4 წლიანი მყარი ურთიერთობისა არასი დაქორწინებას არ ჩქარობს. მსახიობმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ისედაც კარგად გრძნობს თავს და ამ ეტაპზე ქორწინებაზე არ ფიქრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100