სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით უთმელიძემ განახლებული პეკინის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტით იმგზავრა და მოქალაქეების მოსაზრებებს გაეცნო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ დღეს განახლებული მუნიციპალური ტრანსპორტით, ყაზბეგისა და პეკინის ქუჩებზე იმგზავრა და მგზავრებს ქალაქის განვითარების გეგმებზე ესაუბრა.

მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბარში მოქალაქეებმა მოიწონეს განახლებული პეკინის ქუჩა და იმედი გამოთქვეს, რომ მსგავსი ველობილიკები და ავტობუსის ზოლები სხვა ქუჩებზეც მოეწყობა, რათა ტრანსპორტით გადაადგილება გაადვილდეს.

“მოვისმინე მგზავრების აზრი ქალაქში, კერძოდ კი საბურთალოს რაიონში განხორციელებულ პროექტებზე. მიხარია, რომ დადებითი განწყობაა ამ სიახლეებთან დაკავშირებით. ჩვენ ბევრ საინტერესო პროექტს განვახორცილებთ და თბილისი გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, - განაცხადა დავით უთმელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100