ეს შენ გეხება!
"ეს შენ გეხებას" საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა.
აქციაზე, ჟურნალისტები, არასამთავრობოები, პოლიტიკოსები, მსახიობები და სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები ფარული ჩანაწერების კადრების გავრცელებას აპროტესტებდნენ.
მათ რამდენიმე ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
1. ეფექტური გამოძიების წარმოება და გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.
2. კანონმდებლობის შეცვლა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონდარღვევებს გამოიძიებს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, უკანონო მოსმენა-თვალთვალის აღსაკვეთად, მანიფესტაციები მომავალშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ რომ „ეს შენ გეხებას“ აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სოციალურ ქსელებში ერთერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრები გავრცელდა.
კომენტარი