ის უპასუხებს კითხვებს დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის შესახებ
Colossus-ი უზარმაზარი ტელესკოპია, რომელზეც ასტრონომები დიდ იმედებს ამყარებენ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ Colossus დედამიწის მიღმა სიცოცხლის არსებობის შესახებ ყველა კითხვის პასუხის პოვნაში შეიტანს წვლილს.
Colossus-ის მთავარი უპირატესობა ის ფაქტი გახლავთ, რომ მისი ლინზების დიამეტრი აქამდე არსებული უდიდესი ტელესკოპის ლინზების დიამეტრს ორჯერ აღემატება. სწორედ ეს ფაქტი აძლევს Colossus-ს იმის საშუალებას, რომ დედამიწიდან 75 სინათლის წელიწადით დაშორებული სამყარო გაშიფროს.
Colossus-ის აგება 1 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, მისი დაფინანსება საკუთარ თავზე უკვე აიღო The Colossus Consortium-მა. Colossus-ს შექმნის პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის მეცნიერები.
კომენტარი