საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონი, ესპანეთი დაამარცხა
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს საკალთბურთო ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 82:76 დაამარცხა. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან საქართველოს ნაკრები სანაძის სამქულიანით დაწინაურდა, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოახერხა და მეტოქე წინ გავიდა. ამის შემდეგ გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად შევიდა შეცვლაზე ბექაური და პირველი მეოთხედი 1 ქულით საქრთველოს ნაკრებმა მოიგო. მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და თამაშში კარგად ჩაერთო ბურჯანაძე და 5 ქულით გაქცევა შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, მერე მოწინააღმდეგემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 6 ქულით მოვიგეთ. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ანდრონიკაშვილმა მოწინააღმდეგეს ბურთი მოჰპარა, ჩააგდო, 3 ქულით დავწინაურდით, 18 წამით ადრე ბრიზუელამ სამიანით ანგარიში გაათანაბრა, ბოლოს შენგელიამ ვერ ჩააგდო და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა. ოვერტაიმში ანდრონიკაშვილის ძალისხმევით, ჩვენი გუნდი წინ გავიდა, რასაც მაკფადენის 3-ქულიანი და მისივე შესრულებული ორი ზუსტი საჯარიმო დაემატა და საბოლოო ჯამში, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა.
კომენტარი