ემა გოგოხიას შეუძლია, მიკროფონი წაიღოს - თეა წულუკიანი
ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ "მთავარი არხის" მიკროფონს დააბრუნებს.
"რაც შეეხება ემას გოგოხიას მიკროფონს, ქალბატონ ემას შეუძლია ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს, ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ალბათ მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბრუნებას. თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელამდა, რომელიც ციხიდან გესაბრებათ, განიცადდეთ პოლიტიკური კრაზი", - თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. წულუკიანს მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.
"ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას" გაუმარჯოს და მე ამ მიკროფონს დავაბრუნებ მაშინ (ტყუილად ჰყავთ გამოძახებული იქ ვიღაცები), როცა 3 ოქტომბერს დილით ესენი სამუდამოდ ჩაეყრებიან იქ, სადაც არის მათი ადგილი", - თქვა, მიკროფონით ხელში, სცენაზე ასულმა წულუკიანმა ტელეკომპანიის კუთვნილი ნივთის გატაცების შემდეგ.
კომენტარი