სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წადით!!!

წლები გადის, შედეგი არ ჩანს – ეს უბრალო ფრაზა ყველაზე უკეთ ასახავს ქართული ოპოზიციის განვითარების დინამიკას. ნებისმიერ დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში, მსგავსი მოწყობის სახელმწიფოში, მოქმედებს მარტივი ფორმულა: თუ პოლიტიკოსი მინიმუმ ორჯერ ვერ ახერხებს ხელისუფლებაში მოსვლას, მას ავტომატურად ენიჭება წარუმატებლის სტატუსი და ტოვებს პოლიტიკურ სცენას.
დფსფსდფსდფსდფ
მიზეზი მარტივია: პოლიტიკოსი იმიტომ მოდის შესაბამის სფეროში, რომ საკუთარ ამომრჩეველს, მიმდევარს, იდეოლოგიურ თანამდგომს, იდეების რეალიზებაში დაეხმაროს, მიზნები მიაღწევინოს და დანაპირები შეუსრულოს - ეს ელემენტარული ანაბანაა.
დფსფსდფსდფსდფ
ოპოზიციის დანიშნულება საყოველთაოდ ცნობილია და პოლიტიკურ მეცნიერებაში პირველი კურსის სტუდენტმაც იცის: ხელისუფლების მისთვის მიუღებელი ნაბიჯების კრიტიკა და ამ უკანასკნელზე კონტროლი. დანაპირებების თავად შესასრულებლად კი, სწორედაც რომ ხელისუფლებაში მოსვლაა საჭირო, რასაც ქართული ოპოზიციური სპექტრი, რა სახითაც დღეს გვყავს წარმოდგენილი, რატომღაც ვერაფრით ახერხებს.
დფსფსდფსდფსდფ
ჯერჯერობით, მრავალწლიანი უშედეგო მოქმედების და საბოლოოდ, სრული კოლაფსის შემდეგ, ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, რომელმაც ქართული ნაციონალური ავანსცენა უპრეტენზიოდ დატოვა. დანარჩენი ოპოსპექტრი კი, კვლავ ჯიუტად და მედგრად აგრძელებს ძველებურს.
დფსფსდფსდფსდფ
ბურჯანაძეებს, ნოღაიდელებს და მსგავსთ, ოპოზიციასთან ახლად შეამხანაგებულებს, დასაკარგი არც არაფერი აქვთ და შეუპოვრობას რომ იჩენენ, ლოგიკურია. სტაჟიან "ჭეშმარიტ" ოპოზიციონერებს უკიდეგანო ოპტიმიზმის ბაცილა შეეყარათ, "პარიზელ" ოქრუაშვილს ალბათ კვლავ იმის იმედი აქვს, რომ ქართველებს, მათი ეთნოფსიქოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მოთხოვნა გააჩნიათ ეგზოტიკურ გმირზე. თუმცა, როგორც ჩანს, ის ავიწყდება, რომ უიღბლოები არ უყვართ. და ასე, კვლავ გრძელდება უცნაური ტრაგიკომედია, რომელმაც რეიტინგი მაყურებელში კარგა ხანია დაკარგა.
დფსფსდფსდფსდფ
ქართული ოპოლიდერების და ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ან კვლავ ჯიუტად ებრაუჭება სცენას, ან თუ მიდის, დაახლოებით ისეთ მდგომარეობაში მყოფი, როგორშიც ირინა სარიშვილმა დატოვა. მთლიანად გაკოტრებული, ანუ, როცა, უბრალოდ, იძულებულია წავიდეს.
დფსფსდფსდფსდფ
ერთი და იგივე პარტიები, ერთი და იგივე სახეები მუდმივად ტრიალებენ ქართული პოლიტიკური ცის კაბადონზე. იშლებიან, ერთიანდებიან, რაღაც გაურკვეველ, აბსტრაქტული შინაარსის ბლოკებს ქმნიან, ახალი თუმცა, კარგად გაცვეთილი და ნაკლებად ორიგინალური სახელებით, რომელსაც არც იდეურად და არც პიარის თვალსაზრისით, არაფერი მოაქვს. თავს იტყუებენ, ვითომ ახალი ძალა შექმნეს. შემდეგ კვლავ იშლებიან, აანონსებენ მორიგ რევოლუციებს, გადატრიალებებს, ქარტეხილებს და ასე პერმანენტულად.
დფსფსდფსდფსდფ
ძნელი სავარაუდოა, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმული სიტუაცია. მარტივი ფსიქოლოგიური კანონის მიხედვით, გასაგებია, რომ თითოეულ ინდივიდს უჭირს საკუთარი წარუმატებლობის აღიარება, მაგრამ აქ ხომ საქმე ჩვეულებრივ მოკვდავებზე მაღლა მდგომ არსებებს ეხება: საზოგადოების და სახელმწიფოს ბედის პოტენციურ გამგებლებს.

მაინცდამაინც თითოეულ სახლთან და ოფისთან უნდა მივიდეს ხალხი და სკანდირებით მოსთხოვოს "წადით, წადით"? წასვლის გარდა, სხვა რა პერსპექტივა დარჩა დღევანდელ ოპოზიციას? წმინდა ადგილი არასდროს რჩება ცარიელი და იქნებ გამოთავისუფლებული ნიშა ახალმა, პროგრესულმა ძალებმა დაიკავონ, რომლებიც ოპოზიციის შებღალულ ინსტიტუტს ახალ სულს ჩაბერავენ და "ნაპერწკლიდან აანთებენ".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100