სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ ცემა ლიკა ყაზბეგის ქმარი და ვის დასჯას ითხოვს დიზაინერი?

ლიკა ყაზბეგი ციხის დირექტორ შოთა ტორაძეს მისი მეუღლის ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ მას არ დაურღვევია ციხის შიდა განაწესი და ითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მისი მეუღლის გენადი ჯელაძის დასჯაში მონაწილეობდა.

ამის შესახებ ყაზბეგმა პრაიმტაიმის პრესკლუბში განაცხადა.

როგორც ლიკა ყაზბეგი განმარტავს, მისი ქმრის მეექვსე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა ვითომდა იმ მოტივით მოხდა, რომ გასული წლის 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას, პაემნის წესი დააღვიეს და დაწესებულების ეზოში მდებარე ეკლესიაში გადავიდნენ, თუმცა მსჯავრდებულის მეუღლის თქმით, ამის ნება მათ ციხის უფროსმა მისცა, რომელსაც ყაზბეგი უშუალოდ შეხვდა კიდეც.

"ეს ფაქტი მოხდა გასული წლის ნიკოლოზობას. გვინდოდა, სანთელი დაგვენთო ეკლესიაში. ციხის დირექტორმა დაარღვია კანონი. მოგეხსენებათ, კულტურის სფეროში ვარ 17 წელია და არ ვიცი წესები, რა როგორ უნდა იყოს, მე ვარ მოწმე, ხელი ჩამოვართვი ციხის დირექტორს. ჯობდა, მას არ გაეკეთებინა ეს და არ დაერღვია კანონი. არ მოხდებოდა ეს ყველაფერი. დავიგვიანეთ თუ რა, არ ვიცი, არ ვარ კომპეტენტური, როგორ უნდა ყოფილიყო. ჩვენ ციხის დირექტორმა მოგვცა ნება, მივესალმეთ, თურმე არ შეიძლებოდა იმ ტერიტორიაზე შესვლა. მე პატიმრის მეუღლე ვარ და დავდივარ ციხეში. რაც შეეხება პატიმრებთან დაპირისპირებას, წავიკითხე ის ინფორმაცია, რაც გავრცელდა, ეს აბსურდია. ყველას უყვარს ეს ადამიანი, პატივს ცემენ, ხუმრობით იმასაც ვამბობ, ისინი უფრო მეტად სცემენ ჩემს მეუღლეს პატივს ვიდრე მე. პირველად გავიგე, სიცრუეა, რომ იმის გამო გადაიყვანეს მეექვსე დაწესებულებაში, რომ პატიმრებთან დაპირისპირება იყო. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ჩემს მეუღლესთან, ახლა უფრო ნაკლებად, შიმშილობს და ვეღარ ვსაუბრობთ, მაგრამ ყველაფერი ვიცი, რაც იქ ხდება. დაპირისპირება რომ ყოფილიყო, აუცილებლად მეტყოდა. სხვა პატიმრებთანაც მაქვს ურთიერთობა, ჩემი მეუღლის მეგობრებთან. იქ პატიმრებს მტრები ჰყავთ, ძალიან ცუდი სისტემაა, ბევრი რამ არის გადასახდეი. პატიმრის ცოლებიც პატიმრები ვართ, ხმამაღლა ვამბობ ამას. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ათასობით ოჯახი ინგრევა. ვიცით, რომ ახალი მთავრობაა, მეც მათი გულშემატკივარი ვარ, იმედია, კომპეტენტურ ადამიანებს დანიშნავენ, ჯალათების ნაცვლად. ერთ დღეში არაფერი კეთდება, მაგრამ ვგულშემატკივრობ მათ და იმედი მაქვს", - განაცხადა ლიკა ყაზბეგმა.

მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს სასჯელაღსრულების სამინისტრო. სოზარ სუბარის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გენადი ჯელაძის დასჯის მიზეზი გრძელვადიანი “პაემნის” დროს მისი მეუღლის ლიკა ყაზბეგის დაწესებულების ტერიტორიაზე გაურკვეველი მიზეზით შეყვანა და პატიმართა საკნების ერთობლივი მონახულება გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100