სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დაწყევლილი ამომრჩევლები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნების წინ ადამიანებს ჰქონდათ საკუთარი ნება, ხმა მიეცათ თავისი რჩეულისათვის. ამ არჩევანში წესით არავის გააჩნდა ჩარევის უფლება. მათ შორის - არც სასულიერო წოდებას.

პატრიარქმა გასაგებად მოუწოდა სამღვდელოებას - არ ჩარეულიყო პიროვნული ნების გამოხატვაში.

მიუხედავად ამისა, მღვდლები ამბიონიდან უქადაგებდნენ მრევლს, არ მოეკლათ ახლგაზრდებისათვის მომავლის ოცნება, ხოლო ტელეეკრანებიდან მოუწოდებდნენ, არ შემოეხაზათ 5 ნომერი და ეკლესიების კარებებზე აკრავდნენ ნაბეჭდ ფურცლებს, რომლის ასლსაც ამ წერილზე თანდართულს გთავაზობთ.

საეკლესიო წყევლის შიშით, ვინ იცის რამდენმა ათასმა ქართველმა ქრისტიანმა ვერ გაბედა საკუთარი ნების დაფიქსირება.

ხოლო რა სიკეთეც მოუტანოს საქართველოს უ-ნებურმა არჩევანმა, მქადაგებელთა და შემაგონებელთა სინდისზე იყოს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100