სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციამ 18 წლის ბიჭი დაკეტილ სალონში შეჭრისა და საკუთარ თავზე ვარცხნილობის გაკეთების მცდელობითვის დააკავა

დენვერის შტატში 18 წლის ბიჭი პოლიციამ დაკეტილ სალონში შეჭრისა და საკუთარ თავზე ვარცხნილობის გაკეთების მცდელობითვის დააკავა.

ახალგაზრდა ტიმოთი ჰაინცი დენვერის საუნივერსიტეტო კოლეჯში მოდის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს. ინციდენტის დროს ის მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როდესაც სილამაზის სალონში პოლიცია შევიდა, მან განუცხადა, რომ კრიმინალის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მხოლოდ თმის შეჭრა სურდა.

"ეჭვმიტანილმა საკუთარი ავტომობილით შეამტვრია სალონის მთავარი ვიტრინა. რამდენიმე წუთში ჩვენი ეკიპაჟის წევრებიც გაჩნდნენ იქ. ადგილზე მისულ ბრიგადას ტიმოთი ჰაინცი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ დახვდა" - განუცხადა ჟურნალისტებს შერიფის მოადგილემ ალან ჯონსონმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100