ერთი ოლიგარქის სურვილის და თავგასულობის გამო მსოფლიოს თვალწინ იღუპება ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - სრულად ვუჭერ მხარს ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას - გოშიევსკა
არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, ევროპარლამენტის განცხადებას ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ სრულიად მხარს ვუჭერ, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე- სპიკერმა მალგორზატა გოშიევსკამ „ვივამედის“ კლინიკასთან განაცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა.
მისივე თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილთან „საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტია“.
„ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბულობისა, გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ დამიდასტურეს მათი მკაფიო პოზიცია. მინდა პირადად განვაცხადო, რომ არ შეიძლება ქვეყნის და ხალხის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ, სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.
პრეზიდენტ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმების ჯგუფის არდაშვება და სამკურნალოდ არგაშვება არის ჩვეულებრივი ბარბაროსული აქტი. პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე სააკაშვილის მიღების თანხმობა და მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი“, - აღნიშნა მალგორზატა გოშიევსკამ.
კომენტარი