სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აკაკი ზოიძე: დღევანდელი პენსიონერებისთვის უნდა ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას

აკაკი ზოიძე: დღევანდელი პენსიონერებისთვის უნდა ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე.


ისე რომ არ იყოს დამოკიდებული ეს პოლიტიკოსების დაპირებებზე მაგალითად ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც ეხლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟღერს და უბრალოდ დაცინვა არის, მწარე დაცინვა არის ჩვენი პენსიონერების, როდესაც ეგრედწოდებული კანდიდატი და ეგრედწოდებული უყვარს ეს სიტყვა ბატონ გრიგოლს, პირდება 400 ლარიან პენსიას, რომელსაც ჭირდება 2 მილიარდი და დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს და იცის ეს ძაან კარგად თვითონ გრიგოლ ვაშაძემ და თვითონ თუ ვინმე ეკონომისტი ყავთ რაიმე ცოდნით ამ პარტიაში ყველამ ძაან კარგად იცის, რომ შეუძლებელია 2019 გინდა 20 და გინდა 21 წელს 400 ლარიანი პენსია, რომ ჰქონდეს.

აი ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული აუცილებლად იქნება 400 ლარიანიც, 500 და 600 ლარიანი პენსიები, საბოლოო ჯამში, რომ უნდა იყოს დაახლოებით 50-60% საშუალო ხელფასისა. დაახლოებით დღევანდელი ფულიდან, რომ გადავიანგარიშოთ 500-600 ლარი უნდა იყოს პენსია, რომ ვილაპარაკოთ, რომ ეს რაღაც ელემენტარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც ჩვენ შემოვთავაზეთ და არა ცრუ დაპირებები და არარეალისტური დაპირებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იძლევიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100