სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა - კახა კალაძე

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის.

როგორც ცნობილა, სუს-მა დღეს ბრიფინგი გამართა და დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ისაუბრა.

მათი ცნობით, რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქება იგეგმებოდა.

"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს, მის ხელმძღვანელს, თითოეულ ადამიანს, ვინც ეს ძალიან მძიმე ფაქტი აღკვეთა. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და შესაბამისი სამსახურები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ გამოძიება გაგრძელდება და აუცილებლად დადგინდება, ვის მიერ იყო ეს დაკვეთა განხორციელებული", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ. მინდია ვ. ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. ამასთან, საქმის ერთ-ერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

(R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100