ეს შეგძრავთ: მეძავობა ლუკმა-პურისთვის, დაორსულება და გაშვილებული შვილი
მე მასთან დაკავშირება არ მიცდია. თუმცა მის შესახებ ინფორმაციას ვფლობდი. ის რედაქციაში თავად მოვიდა. ამბავი, რომელიც მისგან მოვისმინე, შემაძრწუნებელია. დიდხანს ვფიქრობდი სააშკარაოზე გამომეტანა თუ არა. ბოლოს რესპონდენტის თხოვნა გავითვალისწინე და ცრემლით ნათქვამი ფრაზების შერბილებაც ვცადე.
მაცაცო კერესელიძე:
- უბედურება
ჩემთვის მაშინ დაიწყო, როცა დედაჩემმა არჩევანი გააკეთა. მე და ჩემი ძმა მოხუც ბებიასთან დაგვყარა და ყოფილ პატიმარზე გათხოვდა. ბებიის წყევლა ალბათ, მას საფლავშიც არ მოასვენებს. მე მეცხრე კლასში ვიყავი. ჩემი ძმა კი - მეშვიდეში, ორივენი ძალიან განვიცდიდით. საწოლში ერთმანეთს ვეხუტებოდით და დილამდე ვტიროდით. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ მატერიალურად გვიჭირდა. მეზობლები ჩემს ძმას აჭმევდნენ. ისინი რომ არა, ალიკა ვერც გაიზრდებოდა, მე კი შიმშილისგან ზოგჯერ ცუდად ვხდებოდი. მეზობლების მრცხვენოდა. მათთან არ ვსადილობდი.
- დედა
არ გეხმარებოდათ?
- წლების
შემდეგ გავიგე, რომ მას ისეთი საშინელი ქმარი ჰყოლია, ყოველდღე სცემდა თურმე. დედას ბევრჯერ უფიქრია, შვილებს დავუბრუნდებიო, მაგრამ ის კაცი ემუქრებოდა: ჩემგან წასვლას თუ გაბედავ, მოგკლავო... არც ნათესავები გვეხმარებოდნენ.
ერთ დღეს, ბებია საწოლიდან არ ადგა. ეს მისგან უჩვეულო საქციელი იყო. ვკითხე: რატომ არ დგები-მეთქი? მიპასუხა: გათენებას ველოდებიო. ერთი სიტყვით, ის დარბმავდა. იმწუთას ბებია კი არ მეცოდებოდა, იმაზე ვფიქრობდი, ჩვენთვის ლუკმაპური ვის უნდა მოეტანა. ის ვეღარ იმუშავებდა. სასოწარკვეთილმა
დახმარება
ვის აღარ ვთხოვე, მაგრამ მაშინ ყველას უჭირდა. თბილისში ომი მძვინვარებდა. ხალხს პურის ფულიც კი არ ჰქონდა. ასე ვეყარეთ ორი ბავშვი ბედის ანაბარა. ჩვენს მეზობლად ერთი ქალი ცხოვრობდა. მასზე ამბობდნენ, საყვარლებს საცვლებივით იცვლისო. დასახმარებლად მასთანაც მივედი. ვუთხარი, ხომ შეიძლება გამოჩნდეს კაცი, ვისი საყვარელიც გავხვდები, სამაგიეროდ, ის ჩემს ოჯახს მზრუნველობას არ მოაკლებს-მეთქი. გაიცინა და არაფერი მითხრა.
- ე.ი. გადაწყვიტე მეძავი
გამხდარიყავი?
- არ
არსებობდა
ისეთი რამ, რასაც არ გავაკეთებდი, ოღონდაც შიმშილით სიკვდილისგან მეხსნა ჩემი ოჯახი. მაგრამ სანამ რამე საშუალება გამოვნახე, ჩემი საბრალო ძმა დაიჭირეს. მეზობელი სიგარეტით ვაჭრობდა. მას დახვდა ქუჩაში. თავში ქვა ჩაარტყა და ფული მოჰპარა. ღამე იყო. ბნელოდა, მაგრამ იმ ქალმა მაინც იცნო თავდამსხმელი. როგორც კი გავიგე, ალიკა უბნის რწმუნებულმა სულ ცემა-ტყებით წაიყვანა სახლიდანო, დედასთან გავიქეცი. ვიცოდი, სადაც ცხოვრობდა. კარზე რომ დავაკაკუნე, გულმა ბაგაბუგი დამიწყო. დედა რვა თვე არ მყავდა ნანახი. კარი ვიღაც კაცმა გააღო. ვკითხე: დედაჩემი სახლშია-მეთქი? მიპასუხა: დედაშენი საავადმოყფოში წევსო... იქიდან გულგაგლეჯილი წამოვედი. თურმე დედა ორსულად ყოფილა. მას ვაჟი შეეძინა. ვერ წარმოვიდგენდი, შვილს თუ გააჩენდა. ორი წლის იყო მისი ვაჟი ლექსო, ერთმანეთს შემთხვევით რომ შევხვდით. დედას ლექსო საბავშვო ბაღიდან მოჰყავდა. ჩემს დანახვაზე გაფითრდა. არ უტირია. ალბათ, ჩემთვის ცრემლიც არ ჰქონდა, მაგ ლაწირაკს რომ დაჰფოფინებ, განა, მე და ჩემი ძმა შენი შვილები არა ვართ-მეთქი?! - ვკითხე. გამიგე, შვილოო, - მითხრა. რა უნდა გამეგო?! მის გამო ჩემი ძმა არასრულწლოვანთა
კოლონიაში
სასჯელს იხდიდა. მე კი, ხუთი თვის ორსული ვიყავი და არ ვიცოდი, ბავშვის მამა ვინ იყო, რადგან ნებისმიერთან ვწვებოდი, ვინც დამაპურებდა და თუნდაც ერთ ლარს მომცემდა – მოხუცი ბებოსთვის პური რომ მეყიდა... ზოგჯერ ვნატრობდი, ბებია მომკვდარიყო. ის ქვეშ ისვრიდა, აზრი აღარ ჰქონდა, ვერც კი მცნობდა. მისი მოვლა ჩემთვის მძიმე ტვირთად იქცა.
- როგორ დაიწყო
შენი ინტიმური
"კარიერა"?
- ერთ
დღეს, ვიღაც კაცმა პირდაპირ სახლში მომაკითხა. იკითხა: მაცაცო აქ ცხოვრობსო? ის ალბათ, ჩემმა მეძავმა მეზობელმა გამომიგზავნა. მე ვარ-მეთქი, - ვუპასუხე. კმაყოფილმა შემათვალიერა. საჩუქრები მოგიტანეო, - მითხრა და რაღაც შეფუთული მომაწოდა. ძეხვი, პური, ხილი და ნამცხვარი მოიტანა. მშიერი ვიყავი. მაშინვე სუფრა გავაწყვე. გაღიმებული მიყურებდა, რომ ვჭამდი. მეორე დღესაც მოვიდა. აღარ დავაყოვნე და ვუთხარი: თუ მომივლი, შენი ქალი გავხდები-მეთქი. ის კაცი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. მშიერი არასდროს დავუტოვებივართ არც მე და არც ბებია. ცოტა ფულსაც მაძლევდა და საოცრად ალერსიანად მექცეოდა კიდეც. ჩემთან თოთხმეტი თვის განმავლობაში დადიოდა, მან მასწავლა იმაზე მეტი, რაც თოთხმეტი წლის მანძილზე ვისწავლე. მეუბნებოდა: არასდროს არ დაგკარგავ, თუ ასე კარგად მოიქცევიო.
- კარგად
მოქცევაში რას
გულისხმობდა?
- მე
არ ვეკითხებოდი: სად ცხოვრობდა, ვინ იყვნენ მისი ოჯახის წევრები. ვიცოდი, რომ ცოლ-შვილი ჰყავდა. მეტი არაფერი. ერთი სიტყვით, მისი ბედნიერი ოჯახისთვის საფრთხეს არ წარმოვადგენდი. მაგრამ ერთ დღეს აღარ მოვიდა, საღამომდე ველოდი. ღამეც ვერ დავიძინე, ერთი თვის მანძილზე რომ აღარ მოვიდა, მივხვდი, მიმატოვა. მიზეზი დღემდე უცნობია. იქნებ, გულმა დაარტყა, იქნებ, ავარიაში მოყვა, იქნებ, მოკლეს კიდეც... მას შემდეგ მის შესახებ აღარაფერი გამიგია. ცოცხალი რომ იყოს, ერთხელ მაინც მნახავდა. ისე მივლიდა, შეუძლებელია, არ ვყვარებოდი.
- შენ თუ
გიყვარდა?
- გაბოროტებულ
ადამიანს შეყვარება არ შეუძლია. ჩავთვალოთ, რომ იმ კაცთან ვმუშაობდი. გასამრჯელოსაც ვიღებდი. მეტი არაფერი. მისი გაუჩინარების შემდეგ, კიდევ უფრო საშინელ დღეში ჩავვარდი. უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა, თავი რომ გადამერჩინა, მაგრამ კაცის შოვნა ადვილი არ იყო. ცირკთან დადგომა არ მინდოდა. თანაკლასელების მრცხვენოდა. თანაც სახლი მქონდა. შემეძლო ნებისმიერი მსურველი საკუთარ სახლში მომეყვანა. გარეგნულად მშვენიერ გოგოს, წესით, თაყვანისმცემელი
უნდა გამომჩენოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. უკაცოდ დავრჩი.
- ამიტომ
დადექი ქუჩაში
კლიენტების გამოსაჭერად?
- ცირკთან
ადგილი არ იყო. ქალებმა იქ არ გამაჩერეს. ამიტომ, დიდუბეში, გამოფენის წინ დავდექი. შვიდი თვე ვიმუშავე. მერე, როგრც უკვე გითხარით, დავფეხმძიმდი და იძულებული გავხდი, მუშაობისთვის თავი დამენებებინა. დანაზოგი მქონდა, შიმშილით არ მოვკვდებოდი. მაგრამ სწორედ ამ დროს გარდაიცვალა ბებია. მთელი ფული მის დასაკრძალად დამჭირდა. ორსულობის ბოლო პერიოდი ისევ შიმშილში გავატარე, მარამ მაინც ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინე, ყოველ შემთხვევაში, ექიმმა ასე მითხრა. ვაჟი შემეძინა. სამშობიაროშივე ყველამ იცოდა, რომ მის გაზრდას ვერ შევძლებდი. მშობიარობიდან მესამე დღეს პალატაში ვიღაც ქალი შემოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხრა: ჩემს რძალს შვილი დაეღუპა, რომ გაიგოს, ნამდვილად გაგიჟდება, რადგან მეორე ბავშვის გაჩენას ვეღარ შეძლებს. მოგვეცი შენი ბიჭი და რაც გინდა, მთხოვეო. ის ქალი ალბათ, ჩემს შვილს ღმერთმა გამოუგზავნა. ალბათ, უფალს არ ეწადა ჩემი შვილი შიმშილში გაზრდილიყო, უკიდურეს გაჭირვებაში ეცხოვრა და საკუთარი თავი შესძულებოდა ისევე, როგორც ეს დედამისს დაემართა. არაფერი არ მინდა თქვენგან, ბავშვს უანგაროდ მოგცემთ-მეთქი, - ვუთხარი იმ ქალს. გიჟი ვეგონე. არ მინდოდა, ასე ეფიქრა, ამიტომაც ავუხსენი ჩემი მდგომარეობა. თუ ბავშვს შეიყვარებთ, აჭმევთ, აღზრდით და გააბედნიერებთ, თანახმა ვარ-მეთქი... ერთი სიტყვით, ჩემი შვილი იმ ხალხს მივეცი. უკანასკნელად, გულში რომ ჩავიკარი, ვუთხარი: ძალიან რომ არ მიყვარდე შენს გაშვილებას ვერ შევძლებდი-მეთქი. მისი პატარა თვალები დავიმახსოვრე, მაჯაზე გაკეთებული სამაჯური შევაწყვიტე და ექთანს ვთხოვე, არ წაერთმია. ის სამაჯური ჩემი ავგაროზია. პატარა ტოპრაკში ჩავდე და ყელზე ჩამოვიკიდე. როგორ მინდა, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს და ყველაფერი ჰქონდეს, რაც მე ცხოვრებამ წამართვა.
- სამშობიაროდან ვინ
გამოგიყვანა?
- ის
ხალხი მართლა კარგი ხალხი აღმოჩნდა. მითხრეს: თურქეთში წაგიყვანთ სამუშაოდ, შიმშილს თავი რომ დააღწიოო... სამ თვეში ყველა საბუთი გამიკეთეს. იმ ქალმა, ჩემი შვილის ბებიამ, სარფის საბაჟომდე მიმიყვანა. სტამბოლში ჩავედი. იქ ქართველი ქალი დამხვდა და კაფეში მიმტანად დამაწყებინა მუშაობა. უკვე რვა წელია, რაც თურქეთში ვცხოვრობ. ორი თვეა, რაც თბილისში ჩამოვედი. სასექტემბროდ ისევ მივდივარ. გავიგე, ჩემი ძმა ციხიდან გამოსულა და მისი ნახვა მინდოდა, მაგრამ...
- ალიკა თერთმეტი
წელი იჯდა
ციხეში?
- კოლონიიდან
რომ გამოვიდა და გაიგო დედაჩემმა შვილი რომ გააჩინა, გადაირია, შინ მიუვარდა და ჩხუბი აუტეხა. მამინაცვალი მთვრალი ყოფილა. იარაღი გამოუტანია და ალიკას მოკვლა დაუპირებია. დედა უკნიდან მიჰპარვია თავის ქმარს და სამფეხა სკამი თავში ჩაურტყამს. მერე ალიკას ის კაცი სულ ნაკუწებად უქცევია... დედაც დაიჭირეს და ალიკაც. დედა ციხიდან სამ წელიწადში გამოვიდა. ალიკა თებერვალში გათავისუფლდა. ჩამოვედი, მისთვის ფული რომ ჩამომეტანა, მაგრამ შინ არ შემიშვა: მეძავი ხარო. დედასთან წავედი. დედა-შვილმა მაინც გავუგეთ ერთმანეთს. შვილები ყოველთვის ვპატიობთ დედებს ყველა დანაშაულს. დედისგან ცემაც არ გვამახსოვრდება.
მიუხედავად
იმისა, რომ დედამ ყვლაფერი წამართვა, მაინც ვაპატიე. სკოლაში ყველაზე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. ექიმობაზე ვოცნებობდი. დღე და ღამე ვმეცადინეობდი, მაგრამ დედამ იმედები წამართვა და ოცნებები დამიმსხვრია...
- მე ვიცი
ალიკას ამბავი.
იქნებ, შენგან
მოვისმინო სიმართლე?
- ალიკამ
ათი წლის ბავშვი გააუპატიურა... ათი წლის ბიჭთან ინტიმური კავშირი დაამყარა... ამის გამო ალიკა საშინლად აწამეს. გვამი რომ ვნახე, არც მეგონა, ჩემი ძმის თუ იყო... ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია...
- თბილისში რას
აკეთებ? ზაფხულს
აქ რატომ
ატარებ?
- თურქეთში
გავთხოვდი.
ჩემი ქმარი ზაფხულობით ანტალიაში მუშაობს. წელს უჩემოდ წავიდა. მის მრავალრიცხოვან ოჯახში დარჩენა არ მოვინდომე. მირჩევნია, აქ ვიყო. აქაურ კაცებს მოვემსახურო. ფული არ მჭირდება, მაგრამ გართობის მიზნით, ზოგჯერ გემოფენის წინ ვდგები. ჩემი ქმარი 56 წლის არის. ბებერ კაცთან სექსი აუტანელია. ახალგაზრდა ბიჭები მომწონს. აგვისტოს ბოლოს აქედან წავალ და ჩემი ძამიკოს სურათს წავიღებ. განგებამ ისე ინდომა, რომ მისი დატირებაც კი მრცხვენოდა. თურქეთში რომ ჩავალ, ამ ინტერვიუს იმდენჯერ წავიკითხავ, რამდენჯერაც ჩემი ბებერი ქმრისგან გაქცევას დავაპირებ. ახლა ყველაფერი მაქვს. მინდა, სულ მახსოვდეს ის, რასაც საქართველოში ვტოვებ. ესაა შიმშილი, სიცივე, სიბიძნურე და საშინელი სასოწარკვეითლება...
ოროთახიან
ბინაში ვირთხასავით რომ დავძვრებოდი, პურის ნამცეცებს ვეძებდი და შიმშილისგან სასომიხდილი ვნატრობდი, იქნებ, რომელიმე კაცს ჩემი გაჟიმვა მონდომებოდა... მერე, ორსულს გული მერეოდა, ვიგუდებოდი, მაგრამ მინეტს მაინც ვაკეთებდი, თან ღმერთს ვევედრებოდი, ღებინება არ დამწყებოდა, რომ კლიენტს ცემით არ მოვეკალი. აი, ამას ვტოვებ საქართველოში. რატომ მეუბნები, რომ ამ ფრაზებს ვერ დაწერ? ეს ხომ სიმართლეა, ეს ხომ ის მწარე გზაა, რომელსაც არაერთი ქალი გადის... სახელი და გვარი არ შემიცვალოთ. მინდა, ჩემმა ნათესავებმა გაიგონ, როგორ გამიმეტეს. დედაჩემი რომ გათხოვდა, ჩათვალეს: ეგეც დედამისისნაირი გაიზრდებაო და ის ორმოცდაათი თეთრიც არ გაიმეტეს ჩემთვის, რომელიც ახლა იმისთვის უნდა გადაიხადონ, რომ ეს საშინელი ამბავი, ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი წაიკითხონ...
კომენტარი