სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა სატანისტმა 15 წლის გოგონა გაგუდა და დანაწევრებული ცხედარი ავ სულებს შესწირა

რუსეთში, ქალაქ ოზერსკის 38-ე სკოლასთან ახლოს, ნაგვის კონტეინერში 15 წლის ამ ადგილობრივი გოგონას, ტანია გაისინას დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, ტანია წინადღეს საავადმყოფოში გასასინჯად მივიდა და ცხოვრებაში პირველად, ღამის გასათევად სახლში არ დაბრუნებულა. ვარაუდობენ, რომ მოსწავლე ორსულად იყო.

გოგონას ბევრი მეგობარი ჰყავდა და დანაშაულის სავარაუდო შემსრულებლად თითქმის ყველამ ერთი ბიჭი დაასახელა. მოგვიანებით გამოძიებამ გაარკვია, რომ საშინელი ანგარიშსწორების ინიციატორი გოგონას შეყვარებული, 22 წლის ანატოლი ოხაპკინი იყო, რომელიც არც სკოლაში და არც სახლში იმ ღამის შემდეგ არ გამოჩენილა. მასზე სასწრაფოდ გამოცხადდა ფედერალური ძებნა.

ოხაპკინი მუდამ მუქ ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა, თანატოლებთან თავს უცნაური, სატანისტური მედალიონებით იწონებდა, მძიმე მუსიკას უსმენდა და, როგორც არაერთხელ განუცხადებია, სატანისტთა თავყრილობებზეც ბევრჯერ იყო ნამყოფი.

ტანიას სიცოცხლის ბოლო დღეს გოგონამ სოციალურ ქსელსი ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „გინდა ყოფნა მასთან, ვინც ასე შორსაა. და მოგკლავს, თუ გზაზე გადაუდგები. მისთვის დასმული ყველა კითხვა, ყველა დიალოგი მასთან - დანაღმულ ველზე ცეკვას ჰგავს, გასეირნება კი ალესილი ხანჯლის პირზე სიარულს. შემზარავია, გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია წაგართვას სიცოცხლე...“

გამოძიებამ დაადგინა, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო დღეს ტანია იმ საერთო საცხოვრებელში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ანატოლი ცხოვრობს. ცნობილია ისიც, რომ სტუმრად მისული გოგონა ახალგაზრდამ ზონრის კისერში წაჭერით მოახრჩო, შემდეგ კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი დაანაწევრა.

„ამბობენ, რომ ტანიას თავი მოჭრილი ჰქონდა“, - ცრემლმორეული ჰყვება მეზობელი, - „მერე გავიგეთ, რომ იმ დამპალმა გოგონა მოკლა, ცხედარი დაანაწევრა და მაცივარში შეინახა, ხოლო ის ნაწილები, რაც მანდ ვერ დატია, ხალათში გაახვია და გადააგდო“.

სკოლის დირექტორმა მედიას უამბო, რომ ტანიას არაერთხელ უთქვამს თავისი მეგობრებისთვის, მისი ხელით სიკვდილის მოხარული ვიქნებიო.

ანატოლი ოხაპკინი ძებნის გამოცხადებიდან მეორე დღესვე დააკავეს. მისთვის ბრალი ჯერაც არ წაუყენებიათ - დაკითხვა გრძელდება.

ოზერსკის ინტერნეტ-ფორუმზე კი მკვლელობას აქტიურად განიხილავენ. უმრავლესობა ემხრობა იმ აზრს, რომ დაკავებული სატანისტია. გამოძიება ამ კუთხითაც მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით დამამტკიცებელი ვერაფერი მოიპოვა, თუ არ ჩავთვლით ეჭვმიტანილის უცნაურ ახირებებსა და ჰობის, რაც იურიდიულ მტკიცებულებად და დესტრუქციული კულტის მსახურებაში დასადანაშაულებლად ვერ გამოდგება. ჯერჯერობით დაკავებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ დასკვნაც არ გამოქვეყნებულა. ამის მიუხედავად, მთელი ქალაქი დარწმუნებულია, რომ ტანია სატანისტების რიტუალური მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100