სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება?! – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, 23 ივნისს ეროვნული ბანკი რეფინანსირების ზრდის საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. შესაძლებელია თუ არა, რომ ამის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ გაიზარდოს? – კითხვაზე კობა გვენეტაძე “ღამის კურიერში” აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება მოცემული დროისათვის.
„გავაკეთებთ ინფლაციის პროგნოზს და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ იქნება. მარტივი არ იქნება იმის შეფასება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. უპირველეს ყოვლისა, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ როგორ წავა ვაქცინაციის პროცესი, ბრძოლა რამდენად წარმატებული იქნება ინფექციასთან, რადგან დღეს ყველა ხაზი სწორედ პანდემიაზე გადის.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ტურიზმით 2019 წელს, მშპ-ის 19% შემოდიოდა, 2020 წელს კი, ეს აღიგავა პირისაგან მიწისა. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა და შესაბამისად დოლარიც, მით უფრო აღარ იქნება იმის შიში, რომ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება,” – აცხადებს კობა გვენეტაძე.
კომენტარი