სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აბაშაში, საარჩევნო უბნის კაბინაში ამომრჩეველს ქართული ოცნების დეპუტატი შეჰყვა

ლაივპრესის ინფორმაციით, აბაშის მე-10 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს ქართული ოცნების დეპუტატი, ლეონტი ნადარეიშვილი კაბინაში შეჰყვა.

ლაივპრესის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარიც.

"საჩივარი შემოვიდა, ჩვენ ვერკვევთ დეტალებში, თუმცა როგორც დეპუტატი აცხადებს, მას ერთ-ერთმა ამომრჩეველმა თავად სთხოვა კაბინაში შეყოლა" - განუცხადა გიორგი ქოიავამ ლაივპრესს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100