მოხრაკული ხორცი იტალიურად
მასალა:
500 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი
500 გრამი მწვანე ლობიო
250 გრამი თეთრი სოკო
2 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
4 ცალი ცოცხალი პამიდორი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი ფქვილი
ცოტა არაჟანი
½ ჭიქა გახეხილი ყველი
მარილი, პილპილი
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკოთ დაჭრილ ხახვთან და პამიდორთან ერთად. როდესაც ხორცი ნახევრად მზად იქნება, დავამატოთ დატეხილი ლობიოს ღერები, დავასხათ ცხელი წყალი, დავამატოთ მარილი და პილპილი და დავდგათ მოსაშუშად ნელ ცეცხლზე. სოკო დავჭრათ ნაჭრებად, ვშუშოთ დარბილებამდე, დავამატოთ ტომატ-პასტა, კვერცხი და არაჟანი, დავაყაროთ ფქვილი, ცოტა ხანს კიდევ ვშუშოთ. შემდეგ ავურიოთ სოკო ლობიოსთან ერთად, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში, რომ კერძი გამოცხვეს.
კომენტარი