სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გლდანში მაღაზია გაქურდეს - გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 10 000 ლარის ტექნიკა (ვიდეო)

გლდანში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი „ბეკოს“ ფილიალი გაქურდეს, წაღებულია 10 ათას ლარამდე ტექნიკა.

კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელის, ხატია ტყებუჩავას განცხადებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.

„დღეს, გამთენიისას, გლდანში „ბეკოს“ ფილიალზე არასრულწლოვნების მიერ მორიგი თავდასხმა განხორციელდა. დამნაშავეებმა მაღაზიის მინები ჩაამსხვრიეს და დაახლოებით 10 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონები წაიღეს. ვიდეოჩანაწერმა დააფიქსირა, რომ სავარაუდო დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან. “, – განაცხადა ხატია ტყებუჩავამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100