სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში 12 წლის სკოლის მოსწავლე არასრულწლოვანმა დაჭრა

ბათუმში, მეშვიდე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, 12 წლის ბიჭი დაჭრეს. ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მე-7 საჯარო სკოლის ტერიტორიიდან დაჭრილი არასრულწლოვანი გადაიყვანეს. სასწრაფოს ინფორმაციით, მოზარდს ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული.

დაჭრილი მოზარდი ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 119-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია, რომელიც ასევე არასრულწლოვანია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100