ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდგინდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
შეგახსენებთ, ნათია თურნავას გარდა, COVID-19 დადასტურებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ნათი მეზვრიშვილს.
კომენტარი