„ევროვიზია-2011“ ქართველმა ბავშვებმა მოიგეს (ვიდეო)
საბავშვო „ვროვიზია-2011“-ის ფინალური ნაწილი გუშინ, გვიან ღამით დასრულდა. კონკურსის გამარჯვებულები ქართველი ბავშვები გახდნენ. ანა ხანჩალიანი, მარიამ ღვალაძე, ირა კოვანენკო, გვანცა სანებლიძე, ირინა ხეჩანოვი ( CANDY) ევროვიზიის წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები არიან.
ქართველებმა მეორე ადგილზე გასულ ჰოლანდიელ თანატოლებს სულ 5 ქულით აჯობეს.
შეგახსენებთ, რომ 2008 წელს ქართველმა ბავშვებმა „ევროვიზიის“ კონკურსი ერთხელ უკვე მოიგეს. მაშინ გამარჯვებულ ჯგუფად კონკურსში „ბზიკები“ დასახელდა.
"ევროვიზია-2011"-ზე, საბოლოო ჯამში, პირველი ხუთეულის ხმები ასე გადანაწილდა:
საქართველო -108 ქულა
ნიდერლანდები - 103
ბელორუსი - 99
რუსეთი - 99
სომხეთი - 85
„დრონი.ჯი“ამ წარმატებას ულოცავს გამარჯვებულებს, პროექტის ყველა მონაწილეს და სრულიად საქართველოს.
ქართველი ბავშვების გამოსვლა "ევროვიზიის" სცენაზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე: CANDY - გამოსვლა "ევროვიზია-2011" სცენაზე, ხოლო სტატიას თან ერთვის ვიდეო, სადაც ქართველი ბავშვების გამარჯვებისშემდგომი ემოციებია აღბეჭდილი.
კომენტარი