დღეს "ეხო მოსკვის" სტუმრები მიხეილ სააკაშვილი, კახა ბენდუქიძე და ირაკლი ალასანია იქნებიან
დღეს რადიო "ეხო მოსკვის" სტუმრები საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იქნებიან.
როგორც "ეხო მოსკვის" საიტი იუწყება, ზემოაღნიშნული პირები ეთერში მსმენელებისა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.
მისივე ინფორმაციით, ხვალ "ეხო მოსკვის" სტუმრები პატრიარქი ილია მეორე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, 8 ივლისს კი "დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იქნებიან.
კომენტარი