"თქვენ ხომ არ გგონიათ, მანდ რომ დაბრძანდით, რასაც გინდათ იმას გააკეთებთ ამ პარლამენტში..." - ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძეს
"ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ ირაკლი კობახიძეს მიმართა:
„ვერ გავიგე, ეს რა დამოკიდებულებაა? იქ რომ ხართ ახლა თქვენ და რასაც გინდათ რომ დააჭერთ ხელს, ამიტომ ჩვენ აქ რასაც ვლაპარაკობთ, საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს? დეპუტატები გეუბნებით, რომ განხილვისთვის ყველაზე კრიტიკული და მნიშვნელოვანი საკითხის, საკითხის, რომელზეც მსჯელობს მთელი არასამთავრობო სექტორი, მთელი საზოგადოება წუხს, საერთაშორისო თანამეგობრობაც ამ საგანგებო განცხადებებს აკეთებს. ამ საკითხზე გეუბნებით ელემენტარულ რაღაცას, რომ დაწერილი მინდა ვნახო, სანამ განვიხილავ. თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, რომ მანდ რომ დაბრძანდით, რასაც გინდათ იმას გააკეთებთ ამ პარლამენტში. რას ნიშნავს არ გადავდებთ, დაწერილი მინდა ვნახო, რომ ვიმსჯელო ამ საკითხზე... ჯერ ერთი, მომისმინეთ რომ გელაპარაკებით. ბატონო ირაკლი. ბატონო ირაკლი თქვენ მოგმართავთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს უბრალოდ შემაღლებულზე ჯდომას ან ინსტრუქციების მიღებას და აქ გატარებას. როდესაც დეპუტატები გეუბნებიან, ყველა მხრიდან, რომ განხილვისთვის საჭიროა გაცნობა, გადადეთ ეს საკითხი. დაურეკეთ ამ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
კომენტარი