სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ბანკი საბანკო მომსახურებაზე წვდომას კიდევ უფრო აფართოებს – ბანკი საქართველოს ოთხ რეგიონში ერთდროულად ახალ სერვისცენტრებს ხსნის

საქართველოს ბანკი, საქართველოს წამყვანი ბანკი, კიდევ უფრო აფართოებს მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომას და საქართველოს ოთხ რეგიონში: ხონი, წალენჯიხა, ხობი და მარტვილი ახალ სერვისცენტრებს ხსნის. ხსენებული სერვისცენტრები Express ფორმატისაა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეასრულის ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია.

ახალი სერვისცენტრები შემდეგ მისამართზე მდებარეობს: ხონი - თავისუფლების მოედანი N3; წალენჯიხა - გამსახურდიას ქუჩა N5; ხობი - ც. დადიანის N180 და მარტვილი - თავისუფლების ქუჩა.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის 203 სერვისცენტრი მოქმედებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოს ბანკის საცალო საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ: www.sb.ge; www.expressbank.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100