ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი დროებით იხურება
დღეს, 29 აგვისტოს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონი სარეკონსტრუქციო სამუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით დროებით დაიხურება.
როგორც ცნობილია, თბილისის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაიამ და საფეხბურთო კლუბ "დინამოს" დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გუშინ გააფორმეს.
მემორენადუმის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "დინამო"-სთან გაფორმდაა გრძელვადიანი (49-წლიანი) სარგებლობის უფლების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონი კლუბს გადაეცა.
"დინამო" ხელშეკრულებით დაევალა სტადიონის მოვლა-პატრონობა და რეკონსტრუქცია, სტადიონის მწვანე საფარის შეცვლა (განახლება), ყოველწლიური ინვესტიციის განხორციელება, სტადიონის პროფილის შენარჩუნება მთელი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონის უეფასა და ფიფას საერთაშორისო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა სტადიონი მუდმივად მზად იყოს საერთაშორისო დონის საფეხბურთო მატჩებისათვის.
კომენტარი