პრეზიდენტი ქდმ-დან ნაცმოძრაობაში გადასულ დეპუტატს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს გიორგი გოგელაშვილს შეხვდა, რომელმაც ქუთაისის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატიული“ ფრაქცია თავისი ინიციატივით დატოვა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა.
გიორგი გოგელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს ფრაქციის დატოვების მიზეზები განუმარტა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ინტერტესებიდან გამომდინარე, საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელება მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად სურს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მსგავსი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ისე გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მისთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში როგორც ეფექტური მთავრობის, ისე ეფექტური ოპოზიციის არსებობა.
კომენტარი