სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დაძაბული დღე გელოდებათ. მიუხედავად პრობლემებისა, ოპტიმისტური განწყობა მთელი დღის განმავლობაში არ მიგატოვებთ.

კურო - ვარსკვლავები სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ. ნუ ენდობით გარშემომყოფებს, ყველა მათგანი არ იმსახურებს თქვენს ნდობას.

ტყუპები - მთელი დღის განმავლობაში განმარტოვების სურვილი გექნებათ. თუმცა, ახლობლები და მეგობრები ამის საშუალებას არ მოგცემენ.

კირჩხიბი - დღეს განვითარებული მოვლენა თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ყურადღება მაიქციეთ ყველა წვრილმან დეტალს.

ლომი - შეეცადეთ განასხვავოთ თქვენი სურვილები და რეალობა ერთმანეთისგან. დროა თავი დაანებოთ ფანტაზიორობას და მიიღოთ რეალობა ისეთი, როგორიც არის.

ქალწული - წინ ჩვეულებრივი სამუშაო დღე გელოდებათ. საღამოს მეორე ნახევრისაგან სიურპრიზს ელოდეთ.

სასწორი - კარგი დღეა პირადი ურთიერთობის გასარკვევად. თუ არ გყავთ მეორე ნახევარი, დღეს, შესაძლოა, პოტენციური პარტნიორი გაიცნოთ.

მორიელი - დღეს, შესაძლოა, სხვების უსამართლობამ გული გატკინოთ. ნუ იქნებით აგრესიული და გადაწყვეტილებებს სწრაფად ნუ მიიღებთ.

მშვილდოსანი - დღეს ხანმოკლე მგზავრობა გელოდებათ. საქმიანი და რომანტიული შეხვედრები წარმატებით ჩაივლის. ვარსკვლავები სასურველის მიღწევას გიწინასწარმეტყველებენ.

თხის რქა - დღის პირველ ნახევარში საინტერესო საქმიან წინადადებას მიიღებთ. თუმცა, სანამ საბოლოო პასუხს გასცემთ, კარგად დაფიქრდით.

მერწყული - დღეს სამსახურში საშუალება მოგეცემათ საკუთარი უნარ-ჩვევები გამოამჟღავნოთ. თუ უფროსის აღფრთოვანებას გამოიწვევთ, სავსებით მოსალოდნელია, ეს თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე აისახოს.

თევზები - საყვარელი საქმიანობა სიამოვნებას მოგანიჭებთ. მშობლებისაგან თანადგომას და ფულად დახმარებას მიიღებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100