სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიშა მშვილდაძე: განსაკუთრებით ცირკს დაემსგავსა, როცა ბერამ დადო მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით ტრეკი

„თავს ვგრძნობდი მთელი ამ დღეების განმავლობაში მანიპულაციის მსხვერპლად იმიტომ, რომ ეს იყო ცირკი,“ - ეს განცხადება პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მიშა მშვილდაძემ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ცხადი გამხდარიყო, რომ ბერას ბასიანთან კავშირი არა აქვს.

„განსაკუთრებით ცირკს დაემსგავსა, როცა ბერამ დადო მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნით ტრეკი აქციის მიმდინარეობის დროს და ზუსტად კლიპის დადებას რომ ელოდებოდა პრემიერმინისტრი, რომ თავის განცხადება გაეკეთებინა,“ - განაცხადა მშვილდაძემ.

მიშა მშვილდაძის თქმით, ხელისუფლება მზად არის ადამიანების უსაფრთხოებით მანიპულირებისთვის.

ვიდეო იხ: http://rustavi2.ge/ka/news/104114

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100