სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში მოქმედმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ - „სოციალური პარტნიორობა“ - ბენეფიციარების რაოდენობა 500–დან 600–მდე გაზარდა!

საქართველოში მოქმედი ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი, საწოლს მიწაჭვული პაციენტების რაოდენობის გაზრდას გეგმავდა. (www.goo.gl/XyeGka )

ამჟამად, ფონდის „შინმოვლის“ პროგრამის ფარგლებში კომპლექსურ დახმარებას 600 სოციალურად დაუცველი, საწოლს მიჯაჭვული ადამიანი იღებს. ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით, მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით.

ფონდი მოუწოდებს ყველა გულისხმიერ ადამიანს, მხარი დაუჭირონ ფონდის ინიციატივებს (www.fsp.ge/ge/projects/ ) და გვერდში დაუდგნენ საქართველოს ყველაზე შეჭირვებულ მოსახლეობას.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის 12 აპრილს დაფუძნდა. ფონდი სასიცოცხლო დახმარებას უწევს მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულებს, მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდი მზრუნველობას უწევს 700 ადამიანს, რომელთა შორის 90 ბავშვია.

ფონდის ოფიციალური ვებ-გვერდი: www.fsp.ge

ფეისბუკის გვერდი: www.facebook.com/SocialPartnership

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100