"ქართველ სამართალდამცავებს იმ 170 კაციანი თურქი ბიზნესმენის სია აქვთ, რომლებიც 10 დღის ვადაში უნდა დააკავონ"
გუშინ ჩვენი საიტის და რამდენიმე საინფორმაციოს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მოქმედი თურქი ბიზნესმენი მუსტაფა ემრე ქაბუკი დააკავეს. როგორც, სანდო წყარო აცხადებს, საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ბიზნესმენის დაკავება თურქეთის მხარის მოთხოვნით მოხდა.
დაკავებული
მუსტაფა ემრე ქაბუკი დემირელის კოლეჯისა და რამდენიმე სკოლის დირექტორია
წარმშობით
თუქი გერმანიის მოქალაქეს ტერორისტული ორგანიზაციისთვის
წილის მიყიდვას ედავებიან.
ახლახანს დრონი.ჯი-მ სანდო წყაროსგან გაიგო, რომ ქართველ სამართალდამცავებს იმ 170 კაციანი თურქი ბიზნესმენისა თუ პედაგოგის სია აქვთ, რომლებიც 10 დღის ვადაში უნდა დააკავონ.
"ემრე ქაბუკის დაკავების შემდეგ 10 დღის ვადაში მოხდება 170 კაცის დაკავება ნელ-ნელა. მოკლედ ქართველ სამართალდამცავებს იმ 170 კაციანი თურქი ბიზნესმენისა და პედაგოგის სია აქვთ, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ საგანმანათლებლო მოღვაწეობას და რომლებიც 10 დღის ვადაში უნდა დააკავონ"- აცხადებს ჩვენთან საუბარში სანდო წყარო.
ასევე კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია, რომ დასაჭერ ადამაინთ სიაში "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" რექტორიც მოიაზრება. უნივერსიტეტში 170-გან განსხვავებით 10 კაციან სიაზე საუბრობენ, რომელბიც საქართველოში ამ მოკლე ვადაში უნდა დააკავონ.
ამ საკითხთან დაკავშირებით ასევე ფეისბუქზე საჯაროდ წერს სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი მაგდა მემანიშვილი:
15 წელია საქართველოში ცხოვრობენ, პედაგოგები არიან, რა ტერორიზმი, რისი ტერორიზმი. ავტოკრატი მმართველი თავის ქვეყანაში ტერორს ამკვიდრებს, მაგრამ ეს ხომ თურქეთი არ არის, ეს საქართველოა, თუ თურქეთის ხელისუფლება აქაც მართავს?
მაგდა მემანიშვილი ფეისბუქზე მუსტაფა ემრეს მეუღლის გუშნდელ ვიდეო-მიმართვასაც ავრცელებს.(ვიდეო იხ. ქვემოთ)
შექმნილი სიტუაციიდან და საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავება კიდევ ერთი რგოლია იმ პროცესისა, რომელსაც წინ უძღოდა ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლისათვის ავტორიზაციის სრულიად უკანონო გაუქმება.
რაც შეეხება ემრე ქაბუკის მოღვაწეობას საქართველოში, თუ რა საქამიანობას ეწეოდა თურქი ბიზნესმენი აქ, ამასთან დაკავშირებით გაიგეთ ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან
დრონი.ჯი დაუკავშირდა შსს-საც. უწყებაში ამბობენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ გააკეთებენ.
კომენტარი