სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლის და მთავარ პროკურორთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღო

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. სარალიძე საგამოძიებო უწყებაში შვილმოკლულ მშობლებთან ერთად შევა.
სარალიძესთან ერთად პროკურატურაში შევა სარალიძის უფლებების დამცველი ირაკლი კუპრავა. მათ შემსვლელთა სია პროკურატურის კანცელარიაში ჩააბარეს.
თუ რაზე ისაუბრებს ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელთან წინასწარ არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრის თავდაპირველ შეთავაზებას არ დათანხმდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100