სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი სოფელ სანიორეში დაკრძალეს

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილი თელავის მუნციპალიტეტის სოფელ სანიორეში დაკრძალეს. მის დაკრძალვაზე მივიდნენ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

პროკურატურის ინფორმაციით, 25 წლის ქალი 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მოკლეს. მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე, რომელსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100