სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილმა პატრიარქი არაკორექტულად მოიხსენია

მას შემდეგ, რაც პატრიარქმა სტუდენტებს აქციის შეწყვეტისკენ (შესაძლო პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით) მოუწოდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ილია მეორეს „ხელისუფლების სატელიტი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეკლესიაც მისახედია“.

როგორც „დრონი.ჯი“-ს წყარო გვიყვება, ივანიშვილი, პატრიარქის მოწოდების გამო ისე გაბრაზებულა, რომ მის მიმართ არაკორექტური ფრაზებიც გამოიყენა.

„როცა მისმა უწმინდესობამ, გუშინ, სტუდენტებს ქადაგებისას სთხოვა, რომ აქციები შეეწყვიტათ, ამაზე ბიძინა გაბრაზდა. ძალიან გააღიზიანა ივანიშვილი პატრიარქის ამ განცხადებამ. მან ილია მეორეს სატელიტი უწოდა და თქვა რომ „ეკლესიაც მისახედია“, - გვიყვება წყარო.

„დრონი.ჯი“ კოალიციის წევრებს დაუკავშირდა. თუმცა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა პატრიარქის განცხადების კომენტირებაზე უარი განაცხადეს. რაც შეეხება ივანიშვილის ფრაზებს პატრიარქისადმი, კოალიციის წევრების თქმით, ბიძინას მსგავსი რამ არ უთქვამს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100