სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ელჩს ყაზახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე ახალი კორონავირისით დაავადდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ აბაშიძე მკურნალობის კურსს ყახაზახეთის შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობით გადის. ყაზახ კოლეგებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი ექიმები.

ზურაბ აბაშიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ყაზახეთის რესპუბლიკაში 2017 წელს დაინიშნა.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ყაზახეთის პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევსაც დაუდასტურდა. ყაზახეთში COVID-19 -ით დაავადებულთა რაოდენობა 15 ათასს გადააჭარბა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100