დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში მეორე თვითმფრინავი ჩამოვარდა (ვიდეო)
დღე-ღამის განმავლობაში ეს უკვე მეორე ტრაგიკული შემთხვევაა ამერიკული ავიაშოუს დროს. შემთხვევა დასავლეთ ვირჯინიაში, თბილისის დროით დაახლოებით 04.20-ზე მოხდა. სასწავლო თვითმფრინავი A T-28 Trojan, რომელიც ავიაშოუში მონაწილეობდა, ცაში აალდა და ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად თვითმფრინავი ტრიბუნებისგან მოშორებით დაიმსხვრა. პილოტი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ასევე ავიაშოუში მონაწილეობის დროს, ნევადაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მუსტანგი პირდაპირ ხალხით სავსე ტრიბუნებს დაეცა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
კომენტარი