ინგუშეთში რუსი სამხედროები მოკლეს
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბოევიკების“ თავდასხმას სამართალდამცველთა კოლონაზე ორშაბათს მსხვერპლი მოჰყვა. ცნობაში ნათქვამია, რომ თავდასხმის შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 7 კი დაიჭრა. ინგუშეთის შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, „ბოევიკების“ თავდასხმა კოლონაზე მთიან რაიონში, ჩეჩნეთის საზღვრის სიახლოვეს მოხდა.
კომენტარი