სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ ქალებს უმართლებთ სიყვარულსა და ქორწინებაში?

ყველამ კარგად იცის, რომ სილამაზე პირადი ბედნიერების გარანტი არ გახლავთ. გაინტერესებთ რა არის საჭირო სიყვარულში გამართლებისთვის გარეგნობის გარდა? თქვენს კითხვებს ფსიქოლოგები პასუხობენ.

სიყვარულში უმართლებთ ქალებს, რომლებიც საკუთარ უნიკალურობაში დარწმუნებულნი არიან, იციან საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

ასეთი ქალები ობიექტურად აფასებენ და პატივს სცემენ გარშემომყოფებს.

ისინი საკუთარი თავით კმაყოფილინი არიან და თვითშეფასების კოეფიციენტის ასამაღლებლად პარტნიორი არ სჭირდებათ.

გარდა ამისა ასეთი ქალი არ ითხოვს გარშემომყოფებისგან არც შეუძლებელს და არც არავის შეცვლას არ ცდილობს, ის უბრალოდ არ ურთიერთობს მასთან ვინც არ მოსწონს.

ამ ქალს არ ერიდება საკუთარი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა არც სხვისას ტოვებს უპატივცემლოდ.

მან ზუსტად იცის ვის უნდა ანდოს საკუთარი საიდუმლოებები და ვის უნდა მოერიდოს.

ის ყოველთვის ზრუნავს და ისწრაფვის საკუთარი პიროვნების განვითარებისთვის.

იმ შემთხვევაში თუ ასეთი ქალი შეცდება პარტნიორის არჩევისას, ის აუცილებლად მისცემს კაცს წასვლის უფლებას, მაშინაც კი თუ ეს მტკივნეული იქნება.

სიყვარულში არ უმართლებთ ქალებს, რომელთა აღზრდისას მშობლებმა შეცდომები დაუშვეს. თუ გოგონა მამისა და დედის მხარდაჭერის გარეშე გაიზარდა, მოზრდილ ასაკში ის მშობლის ძებნას მამაკაცში იწყებს.

ასეთი ქალი აიტანს ღალატს, შეურაცხყოფას და საკუთარი გრძნობების დამცირებას.

ბავშვობაში არასტაბილურობის შეგრძნებას მიჩვეული ქალი ყოველთვის ეცდება პარტნიორის კონტროლს.

ასეთი ქალები საკუთარ თავში დარწმუნებულნი არ არიან, რის გამოც მამაკაცს ზედმეტი ყურადღებით ანებივრებენ, საბოლოოდ კი კაცი მას აღიქვამს როგორც დედას, ძიძას ან მოსამსახურეს, მაგრამ არა როგორც ქალს.

საკუთარი თავის რწმენის დეფიციტის გამო ეს ქალები გამუდმებით ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ სიყვარულს და აღიარებას იმსახურებენ.

ხშირად ასეთი ქალები არჩევანს აჩერებენ ისეთ მამაკაცებზე, რომლებსაც გადარჩენა ესაჭიროებათ, მაგალითად ალკოჰოლიკებზე, მოთამაშეებზე, ნარკომანებზე ან უბრალოდ წარუმატებელ მამაკაცებზე. თავდაჯერებული, კეთილი და ცხოვრებაში შემდგარი მამაკაცები ასეთ ქალებს არ იზიდავთ. რაც თავისთავად წარუმატებელი პირადი ცხოვრებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100