სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარჯიშის დროს ქალი ორგაზმს განიცდის - აი, თურმე რატომ ყვავის „სატრენაჟორო ბიზნესი“

არსებობს მეცნიერული მოსაზრება და ფაქტები, რომელთა მიხედვითაც ქალების ნაწილს შეუძლია სპეციფიური ვარჯიშების დროს ორგაზმის განცდა. კერძოდ ინდიანას უნივერსიტეტის მკვლევარებმა დები ჰერბენიკმა და დენის ფორტენბერმა ჩაატარეს კვლევა და აღწერეს ასობით ქალი, რომელთაც შეუძლიათ ვარჯიშის დროს ორგაზმის განცდა. „exercise induced orgasm – EIO” ან “corgasm” როგორც ასეთ ორგაზმს უწოდებენ.
ვარჯიშის დროს ქალების უმრავლესობა არანაირ სექსუალურზე არ ფიქრობდა (ეს საკითხი შეიძლება საკამათ იყოს) და ამ მდგომარეობაში შეძლეს მათ ორგაზმის მიღწევა, სწორედ ამიტომ ვარაუდობენ მეცნიერები, რომ ვარჯიში გახდა ორგაზმის ტრიგერი ქალებისთვის.
მეცნიერები აღწერენ, რომ ქალები ორგაზმს განიცდიდნენ მუცლის კუნთების გავრჯიშის დროს, ბოძზე, ბაგირზე აცოცებისას, ველოტრენაჟორზე ჯდომისას, ველოსიპედზე ჯდომისას, მძიმეების აწევისას.
გამოკვლეულ ქალთა 51 % ორგაზმს განიცდიდა მუცლის კუნთების ვარჯიშის დროს.
26 % მძიმეების აწევის დროს, 20 % იოგას დროს, 15,8 %ველოსიპედზე ჯდომის დროს,
13 % სირბილისას და 9 % სიარულისას. ამიტომაც გასაკვირი არაა რომ სატრენაჟორო ცენტრების ბიზნესი ასე ყვავის მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსგავსი პრეცენდენტი მამაკაცებში მეცნიერულად აღწერილი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100