სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ოფისზე აქციის მონაწილეებმა სტიკერები წარწერით „დალუქულია“ გააკრეს

„ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს. აქციის მონაწილეებს ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია“.

„ევროპულ საქართველოს“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სურდათ ოფისების „დაბოქლომება“. ეს არის პროტესტი ჩვენი მხრიდან. მიხეილ ყაველაშვილმა აქ დაგვახვედრა თავისი „ზონდერები“. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. პოლიცია, რომელიც უნდა ებრძოდეს კრიმინალს და იცავდეს მოქალაქეების უსაფრთხოებას, აქციეს კარების დარაჯად. ეს შეურაცხმყოფელია. ჩვენ არანაირ დაპირისპირებაში არ შევდივართ. როდემდე იდგებიან თავიანთ კარებებთან, წავლენ თუ არა, ჩვენ მაინც მოვალთ და „დავაბოქლომებთ“, - განაცხადა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.

სიტყვიერი დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებსა და მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე მოხდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100