სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტი გიორგი საკარული: როგორ ვიმკურნალო? რომელი ფულით? ჩემი სურვილით და ნებით არ ჩამონგრეულა ეს ჭერი, თქვენივე დაუდევრობით მოხდა ეს უბედურება

მეტროსადგურ „ვარკეთილში“, მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული „ჯი-ეიჩ-ენ”-ის ჟურნალისტი გიორგი საკარული მთავრობას მიმართავს. დრონი.ჯი გიორგის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ მოჩვენებითი ზარებით ვერაფერს გახდებით, ხალხს დაგვეხმარეთ, 14 დაშავებულ ადამიანს!!! პიარს კი არ უნდა არეკინოთ, ნება იბოძეთ და ზარების მაგივრად მოქმედებაზე გადადით, მკურნალობა, რეაბილიტაცია გვჭირდება, ყველას სხვადასხვა სახის. სახელმწიფო რომელიც 14 ადამიანს ვერ უზრუნველყოფს ელემენტარულით, ის სახელმწიფო არაა!!! როგორ ვიმკურნალო? რომელი ფულით? რა სახსრებით? იაფი ფუფუნებაა მკურნალობა?? გადაუდებელი თუ დააფინანსა სახელმწიფომ, ვალდებულები იყავით და ზოგადად გადაუდებელს ისედაც ისე გიკეთებენ, ჩემი სურვილით და ნებით არ ჩამონგრეულა ეს ჭერი. თქვენივე დაუდევრობით მოხდა ეს უბედურება და ნება იბოძეთ მორალური სათანადო ყურადღბა მოგვაქციეთ თოთხმეტივე ადამიანს! სახელმწიფოებრივი მოვალეობა შეასრულოს ქვეყანამ ისე როგორც ეკადრება! თბილისის მერია / Tbilisi City Hall თბილისის სატრანსპორტო კომპანია / TBILISI TRANSPORT COMPANY"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100