ირაკლი ღარიბაშვილი: დამატებით უფლებებს არ ვსაჭიროებ
“დამატებით უფლებებს არ ვსაჭიროებ, მე მაქვს უფლებამოსილება, რომ ამ ხელშეკრულებას მოვაწერო ხელი. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საქართველოს კონსტიტუციით და ვიყენებ იმ უფლებებს, რაც კონსტიტუციით გამაჩნია”-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე დელეგირების მინიჭების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
მანვე რეგიონული განვითარების კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონებში ბევრი პრობლემა დაგროვდა და მათ გადასაჭრელად თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
"სამწუხაროდ, ძალიან ძვირფასი დღეები და წლებია გადაყრილი. მოსახლეობას სიკეთე არ უგრძვნია. ჩვენ დავიწყეთ პრიორიტეტების განსაზღვრა და ვახორციელებთ პროექტებს, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად სჭირდება. რასაც ვაკეთებთ სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებისთვის, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებზე სასიკეთოდ აისახება", -განაცხადა პრემიერმა.
კომენტარი