კრიმინალური თავდასხმა და 6 მოკლული პოლიციელი - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან (+18)
მექსიკის ქალაქ ლა უერტაში პოლიციასა და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის შეტაკება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებს ბანდის ერთ-ერთი წევრი ავტომობილით გადაჰყავდა - ამის შესახებ გამოცემა The Sun იუწყება.
ორმხრივი სროლისას 6 პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებას პოლიციელთა სიცოცხლე შეეწირა, თავდამსხმელებმა ბანდის წევრის გათავისუფლება მაინც ვერ შეძლეს.
დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს - ისინი პოლიციას უცხო ავტომობილებზე ცეცხლისწაკიდებით დაუსხლტნენ. ქალაქი მთლიანად ბლოკირეულია, სამართალდამცველები კი ამ დრომდე ეძებენ მიმალვაში მყოფ კრიმინალებს.
ფოტოები თავდასხმის ადგილიდან ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა.
კომენტარი