სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არსებობს თუ არა ბერმუდის სამკუთხედი?

შესაძლოა ბევრს გსმენიათ ბერმუნდის სამკუთხედის შესახებ, სადაც უკვალოდ გაუჩინარდნენ საზღვაო და საჰაერო ხომალდები, ამ დროს ობიექტთან წყდებოდა კავშირი, მწყობრიდან გამოდიოდა ყველანაირი ხელსაწყო, მოვლენის ახსნა კი დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა არსებობს მთელი რიგი თეორიები, რომლებიც სხვადასხვანაირად ხსნიან ამ მოვლენას…

პირველი შემთხვევა მოხდა 1945 წელს, როდესაც სასწავლო ფრენის დროს გაუჩინარდა 5 საზღვაო თვითმფრინავი. 1991 წელს, სამძებრო ხომალდი ”დიფ სი”, რომელიც ესპანური ოქროთი დატვირთული გალეონის ძიებით იყო დაკავებული, ფორტ-ლოდერდეილის ჩრდილო-აღმოსავლეთით შემთხვევით 250 მეტრის სიღრმეზე გვერდიგვერდ ოთხ ”ევენჯერს” წააწყდა. მეხუთე, ნომრით 28 იპოვნეს დანარჩენი ოთხისგან რამდენიმე მილის მოშორებით. საოცარი ის იყო, რომ თვითმფრინავები ბაზიდან, 10 მილში იყო ჩაძირული. მოგვიანებით, თვითმფრინავები შეამოწმეს, თუმცა 5-ვე მათგანი სრულიად უვნებელი იყო, ხოლო ეკიპაჟის წევრთა კვალს ვერსად ვერ მიაგნეს. სწორედ 1945 წლიდან მოყოლებული გაჩნდა მრავალი თეორია ბერმუნდის სამკუთხედის შესახებ. შემოგთავაზებთ რამდენიმე სიმართლესთან ყველაზე უფრო ახლო

ვერსიას:

1. პირველი ვერსიის თანახმად მრავალი ათასი წლის წინ დედამიწაზე დაეცა კომეტა, რომელიც ჩავარდა ოკეანეში – სწორედ იმ ადგილას სადაც დღეს ბერმუნდის სამკუთხედი მდებარეობს. ამ ვერსიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ კომეტას ჰქონდა განსაკუთრებული ელექტრომაგნიტური თვისებები, რომელსაც მიაწერენ გემების სანავიგაციო სისტემების და კომპასების მწყობრიდან გამოსვლას, კავშირის გაწყვეტას, გაუჩინარებას.

2. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, გემების ჩაძირვას იწვევდა გაზი, რომელიც ფსკერიდან პერიოდულად ამოდიოდა სეისმური აქტივობის დროს, რაც წყლის სიმკვრივეს მნიშვნელოვნად ამცირებდა და იწვევდა გემის ჩაძირვას, გარკვეულწილად ეს თეორია არის სიმართლესთან ახლოს – მცირე ზომის ხომალდზე ჩატარებული ცდის შედეგად, ხომალდი ჩაიძირა, თუმცა ეს თეორია ნამდვილად ვერ ახსნის ხელსწაყოების მწყობრიდან გამოსვლას და მითუმეტეს თვითმფრინავების გაუჩინარებას.

3. შემდეგი თეორია მხოლოდ ერთ შემთხვევაზეა დაფუძნებული, ამ თეორიის თანახმად – ბერმუდის სამკუთხედში არის დროის ხვრელები. სადაც 1970 წელს მფრინავი ბრიუს ჯერონი მიფრინავდა ბერმუდის სამკუთხედის თავზე კუნძულ ბიმინის მიმართულებით, მისი თქმით მან დაინახა უცნაური ღრუბელი, რომელიც შემდეგ ხვრელად გარდაიქმნა, რომელიც საათს ისრის საწინააღმდეგოდ ტრიალებდა, მან სწორედ ამ ხვრელში გაიარა, როდესაც ხვრელიდან გამოვიდა, მან დაინახა რომ მან ბევრად უფრო დიდი მანძილი გაიარა ვიდრე მოცემულ დროში უნდა გაევლო.

4. შემდეგი ვერსიის თანახმად, ბერმუდის სამკუთხედში არიც უცხოპლანეტელთა ხომალდი, რომლითაც აიხსნება უცნაური მოვლენები.

5. ატლანტიდა – არავინ იცის ეს ქალაქი მართლა არსებობდა თუ არა, თუმცა ამ ქალაქზე ლეგენდები დადის, და თუ არსებობდა შესაძლოა სწორედ იქ მდებარეობდა, სადაც დღეს ბერმუნდის სამკუთხედი არის, ამ თეორიის თანახმად ქალაქის მცხოვრებლებს ჰქონდათ ენრეგეტიკული კრისტალები, რომლისგანაც იღებდნენ დიდი რაოდენობის ენერგიას, თეორიის თანახმად ამ კრისტალების ნაშთები დღესაც მრავლადაა ამ ადგილას, რომლებიც ხსნიან აქ მომხდარ შემთხვევებს.

ახლა, კი შემოთავაზებთ რამდენიმე შემთხვევას, რომელიც ბერმუნდის სამკუთხედში მოხდა:

1.) 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ფრენის დროს – ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიო კავშირის დროს პილოტები საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლაზე.

2.) ხომალდი “სანდრა”, რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა შტორმის დროს. “სანდრას” ძებნის პროცესი გაუჩინარებიდან მხოლოდ ექვს დღეში დაიწყო, როდესაც გემი დანიშნულების პორტში არ მივიდა. ვერ იპოვეს ვერც ადამიანთა გვამები და ვერც ხომალდი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100