სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირანში წყლის პისტოლეტებით შეიარაღებული „გარყვნილები“ დააპატიმრეს (ფოტორეპორტაჟი)

პარასკევს თეირანში, ირანელმა სამართალდამცველებმა პისტოლეტებით შეიარაღებული ათეულობით ადამიანი აიყვანეს. - ამ ცნობაში გასაკვირი კი არა, საქებარი დეტალები უფრო იქნებოდა ირანის პოლიციისთვის, რომ არა ერთი გარემოება: „დამნაშავეები“ წყლის პისტოლეტებით უყვნენ შეიარაღებულნი. სწორედ ასე: წყლის პისტოლეტებიდან ჭავლის გაშვებითა და ერთმანეთის გაწუწვით გამოხატავენ პროტესტს ირანელი ახალგაზრდები (არამარტო) ხელისუფლების მიმართ.

ცნობილია, რომ ირანში აკრძალულია სხვადასხვა სქესის ადამიანების (ერთნაირ სქესზე რომ არაფერი ვთქვათ) ნებისმიერი ფორმით გამოვლენილი ნებისმიერი სიახლოვე, იმ შემთხვევბის გარდა, როცა წყვილი დაქორწინებულია. რასაკვირველია, წყლით გაწუწვა ირანელმა სამართალდამცველებმა სიახლოვის გამოვლინებად აღიქვეს, „გარყვნილებად“ მონათლეს და „წყლის პისტოლეტებით შეიარაღებულ მეამბოხეებს“ - როგორც მათ ირანული პრესა მოიხსენიებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ბრძოლა გამოუცხადეს. პარასკევს თეირანის პარკში მოწყობილი მასობრივი „წუწაობა“ მისი მონაწილეების დაპატიმრებით დასრულდა. დაპატიმრებულთა შორის ქალებიც არიან.

ირანელი ახალგაზრდები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებენ და ახალი კვირის დაწყებასთან ერთად ახალი სანახაობის მოწყობას გეგმავენ. „დრონი.ჯი“ გთავაზობთ უცხოურ მედიაში გავრცელებული ფოტოების კოლაჟს, რომლებიც თეირანის პარკში პოლიციელთა გამოჩენამდეა გადაღებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100