სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული ოკუპაციის შემდეგ ჩვენთან პოპულარული იყო სიმღერა: "ივან, წადი სახლში“

ნატოს ლისაბონის სამიტის წინ, "ბიბისის" რუსული ვერსიის აუდიტორიის კითხვებს ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაცლავ ჰაველმა უპასუხა. ჰაველს კითხვები დაუსვეს როგორც წარსულზე, ისე მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთ-ჩეხეთის ურთიერთობებზე. ძველმა დისიდენტმა საზოგადოებას იმედები არ გაუცრუა და, ჩვეულებისამებრ, საკმაოდ სკანდალური და ხმამაღალი განცხადებები გააკეთა.
დფგდფგდფგდფგ
რუსულ საზოგადოებას საუბრის დასაწყისიდანვე მისცა რჩევა და განუმარტა, რომ მისი აზრით, საერთაშორისო საზოგადოების ყველანაირი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ისე მორალური, ძალიან მნიშვნელოვანია და არ ღირს მასზე უარის თქმა. ხოლო შეკითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ მოვიდა დიდ პოლიტიკაში და სახელმწიფოს ხელმძღვანელობაში, რომელიც ამის შედეგად გახდა ეკონომიკურად დამოკიდებული უცხოელ ინვესტორებზე და რა შეცდომის აღიარებას და გამოსწორებას ისურვებდა. ჰაველმა განაცხადა: "ეს მთელი თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემაა. სხვადასხვა კულტურები და საზოგადოებები სულ უფრო და უფრო ემსგავსება ერთმანეთს. ეს ვნებს ცივილიზაციას. გლობალიზაციის პროცესები პროვოცირებას უკეთებენ ლოკალურ კონფლიქტებს. რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა, დავუშვი შეცდომები და საკმაოდ მრავლადაც. რაღაცის გამოსწორება შეიძლება, რაღაცის უკეთესობისკენ წაყვანა, მაგრამ მე მთელი ცხოვრება საკუთარი იდეალების მიმდევარი ვარ".
დფგდფგდფგდფგ
რუსებისთვის ამჯერად მეტად გააქტიურებულ და მწვავე თემაზე, რუსეთში მიმდინარე ძალოვანი სტრუქტურების რეფორმების შესახებ დისკუსიაზე, ჰაველმა საინტერესო პასუხი გასცა, ჩეხეთის გამოცდილების გათვალისწინებით. მისი თქმით, "1967 წლის ოკუპაციის შემდეგ, კომუნისტური რეჟიმი პოლონეთში მუდმივად კარგავდა ლეგიტიმურობას. ეს იყო ღრმა საშინაო კრიზისი, რასაც ხედავდნენ არა მხოლოდ დისიდენტები, არამედ განათლებული ადამიანები თავად ხელისუფლებაშიც. ცოტანი იყვნენ მათ შორის, ვინც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა, მაგრამ რეფორმები ჩეხოსლოვაკიაში შეჩერდა და ეს არავის მოსწონდა. პოლიტიკური ოპოზიცია აშენებდა თავის მოღვაწეობას არაძალადობრივი წინააღმდეგობის და უფლებების პრიორიტეტით. როდესაც 1989 წელს დაიწყო საპროტესტო დემონსტრაციები, ამ პროცესების საჭესთან ვერ შეძლო მოხვედრა შემთხვევით მოსულმა ხალხმა. ოპოზიცია მზად იყო ამისათვის. მან შესთავაზა საზოგადოებას ლიდერები, ცნობილი და პატივცემული ხალხი".
დფგდფგდფგდფგ
ჰაველთან საუბრისას რუსები იმითაც დაინტერესდნენ, რომ თუ ჩეხეთი ძალიან კარგ დამოკიდებულებაში იყო რევოლუციამდელ რუსეთთან, რუსებს თვლიდნენ მეგობარ ხალხად და შემდეგ ეს ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფუჭდა, რა ხდება ამჯერად? როგორი დამოკიდებულება აქვს დღეს ჩეხეთს რუსეთის და რუსების მიმართ? ამ საკითხზე ჰაველმა ძალიან პირდაპირი პასუხი გასცა: "ჩეხეთს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან რამდენიმე საუკუნის განმავლობაში. ეს ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი არ არის. მაგალითად პოლონელების რუსებისადმი დამოკიდებულებაც ღირს. მაგრამ რუსული ოკუპაციის შემდეგ ჩვენთან ძალიან პოპულარული იყო სიმღერა, "ივან, წადი სახლში“. ახლა ურთიერთობა, რა თქმა უნდა, რჩება გარკვეულწილად დაძაბული. მაგრამ ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, ჩეხეთში რუსული კაპიტალის თავბრუდამხვევ აქტიურობასთან. მაგალითად, მოსკოვის ყოფილი მერის ცოლმა ჩეხეთში მთელი რიგი ობიექტები იყიდა. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება კარლოვი ვარზე, სადაც ხშირად წარწერები გარკვეულ ობიექტებზე რუსული ასოებითაა შესრულებული და ქვემოთ პატარა ასოებით ჩეხურადაა მიწერილი. რა თქმა უნდა, ეს ბევრს არ მოსწონს. ჩვენ გვსურს მეგობრული ურთიერთობის დამყარება რუსეთთან, მაგრამ ამისათვის უნდა შეგვეძლოს ერთმანეთს სიმართლე ვუთხრათ, მაშინაც კი, თუ ოპონენტი შენზე ძლიერია. მაგრამ ევროკავშირში ახლა ასეთი ტენდენციაა – თვალების დახუჭვა განსაზღვრულ თემებზე, თუ ამაზე რუსეთი მგრძნობიარედ რეაგირებს".
დფგდფგდფგდფგ
კითხვაზე, თუ რატომ დაუჭირა მხარი ხოდორკოვსკის და 90-იანებში არ აიმაღლა ხმა რუსი ხალხის დასაცავად, რომელსაც "ხოდორკოვსკის კანონით" ძარცვავდნენ, ჰაველმა უპასუხა: "საქმე იმაში არ არის, ხოდორკოვსკი ცუდად იქცეოდა თუ კარგად. მისი პროცესი საგანგაშო სიგნალია სხვებისთვის. რუსეთის ხელისუფლებას სურს მიაღწიოს ლოიალურობას ქვეყნის მსხვილ მწარმოებლებში. ბიზნესმენებს არ უქმნიან პრობლემებს, თუ მათ კარგი დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლებასთან".
დფგდფგდფგდფგ
თვლით რუსეთს ევროპულ ქვეყნად, თუ ის სამუდამოდ განწირულია ავტორიტარიზმისათვის? როგორ უყურებთ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ვიზების გაუქმების საკითხს და რუსეთის შესვლას ნატოში? - ამ კითხვებზე ჰაველმა განაცხადა, რომ "რუსეთი დიდი ქვეყანაა. მას თავისი ადგილი აქვს დიდ ევრაზიულ სივრცეში. მის ინტერესებშია ჰქონდეს კარგი ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან. მაგრამ რუსეთის შესვლას ნატოში უაზრობად ვთვლი, ვინაიდან ეს ორგანიზაცია წარმოადგენს სახელმწიფოების რეგიონალურ ჯგუფს. რუსეთი ტერიტორიის სიდიდით მეტია ალიანსის ერთად აღებულ ყველა ქვეყანაზე. ის მთელი კონტინენტია, ცივილიზაცია. რატომ უნდა მიიღონ ამ ორგანიზაციაში რუსეთი და არა ახალი ზელანდია? ეს უკანასკნელი თავისი ფასეულობებით უფრო ახლოს დგას ნატოს ქვეყნებთან, ვიდრე რუსეთი".

ჰაველმა ისაუბრა "გადატვირთვის" კონტექსტში, ავტორიტარული მმართველობის შეცვლის სურვილზე რუსეთში და განაცხადა, რომ ეკონომიკური გამორჩენის გამო, სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკაზე სხვა ქვეყნებმა თვალი არ უნდა დახუჭონ. ინტერვიუს დასასრულს კი, ყოფილმა პრეზიდენტმა გააკეთა კომენტარი საკუთარ, კომუნისტურ ეპოქაში დაწერილ პიესებზეც და აღნიშნა, რომ პიესებში შეეცადა გამოეხატა თავისი შინაგანი სამყარო, ცხოვრებისეული გამოცდილება. გამოუვიდა თუ არა, ეს სხვებმა განსაჯონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100